BuzzerBeater Forums

Sakartvelo - I.1 > სეზონი #38

სეზონი #38

Set priority
Show messages by
From: GEORGIA777

To: zzip
This Post:
00
285619.22 in reply to 285619.21
Date: 04/09/2017 16:36:21
Qartli Hawks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
00
თრეიდერებიც შეზღუდეს თუ დიდი ხანი არ გყავს გუნდში აზრს კარგავს ტრანსფერი ისეთი დაბალი პროცენტია, და კიდევ სპეციალისტებია ძალიან ცოტა თუ არის მაღალი ხელფასით, დაბლიანებზე კი ადის რამოდენიმე მილიონზე ვაჭრობა, ამასაც 2-3 სეზონში აუვა ხელფასი ისე რომ ვეღარ გააჩერებ გუნდში. 3 სეზონში 3 მილიონი საიდან უნდა მოაგროვო, ან მარტო სპეციალისტი ხომ არაა გუნდი. კაი ახლგაზრდები ავარჯიშე მერე გაყიდო? ამასობაში ძველები ბერდებიან და შემცლელები გინდა. ძალაინ შეზღუდულია გუნდის განვიტარება არადა ადრე დაწერეს რომ მცირე კლუბებს მეტი გასაქანი უნდა მივცეთო, იმის მერე 3-4 სეზონი გავიდა და არაფერი შედეგი, კარგია დაშალო გუნდი და მესამეში ჩახვიდე, მაგრამ ეგ კარგია როცა ჩემპიონი გახდები :)) მავერიქს ექნება დათვლილი რამდენი ჩემპიონი ყავდა 38 სეზონის მანძილზე საქართველოს ? 5-6 ალბათ, ხან ერთი დაშლის გუნდს, ხან მეორე და სანამ შენ გუნდს აწყობ დაბრუნდებიან ესენიც უმაღლეში დიდი ბიუჯეტით და ხდებიან ჩემპიონები, მე დიდი ხანია ვაწყობ გუნდს და ძლივს რაღაც ნორმალურ შემადგენლობას მოვუყარე თავი, და რა თასზე სუსტთან (შედარებით იმ მომენტისთვის) წავაგე და ვერც ჩემპიონატში გამომივა რამე იმიტომ რომ მჭირდება მაღალი დონის სპეციალისტები და არ ხერხდება, ბიჭები თუ სასწაულს მოახდენენ პარკეტზე ეგაა ჩემი იმედი :)) მაგრამ როგორც წესი მოწინააღმდეგეს უფრო უმართლებს ხოლმე. ბრალოდ სტრატეგია მიყვარს და ალტერნატივაც არაა სხვა ჯერჯერობით

This Post:
00
285619.23 in reply to 285619.22
Date: 04/10/2017 02:01:06
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
საინტერესო დისკუსიები წასულა. პირველ რიგში სტატისტიკაზე გეტყვით. 35 სეზონის განმავლობაში 13 სხვადასხვა ჩემპიონი ჰყავდა უმაღლესს. + ამას კიდევ 10 გუნდი იყო, რომელმაც ითამაშა უმაღლესის ფინალი, თუმცა დამარცხდნენ.
ეხლა რაც შეეხება თამაშთან დაკავშირებულ საკითხებს. ზოგადად რომ უფრო მეტი განვითარება და დახვეწა სჭირდება ამ თამაშს ამაში გეთანხმებით, თუმცა ჩვენი ქვეყნის დონე რომ ავიღოთ, სულ არაა საჭირო ტრეიდერობა ან 10 მილიონიანი დაბანდება სპეციალისტებსა და სავარჯიშო მოთამაშეებში რომ ფული დააგროვო და ძლიერი გუნდი შეკრა. ბ3 დონისთვის კი ბატონო, გაცილებით მეტი ფინანსები და რესურსებია საჭირო, თუმცა ჩვენი ჩემპიონატისა და თასისთვის ცოტა ნაკლებითაც გავა კაცი ფონს. მე უბრალოდ ჩემს მაგალითს ვიტყვი. მე-15 სეზონია ბაზერში ვარ და ამ დონის კლუბი პირველად მყავს. გეთანხმებით, 15 სეზონი საკმაო დროა, თუმცა რომ დაგიბერდებიან ლიდერები ამ 15 სეზონის გამოცდილება გაძლევს შანსს შედარებით მარტივად განაახლო და გააძლიერო გუნდი, ისე რომ ახალი 15 სეზონი არ დაგჭირდეს კაცს. პირველი სეოზნიდან შემომრჩა 1 ფრენჩაიზის მოთამაშე, (+მაგას მყავს კიდევ ერთი დრაფტიდან შემორჩენილი, ოღონდ ის მე-5 სეზონში ამომივიდა. ეს ორივე ფაქტიურად ძირითადის მოთამაშეებია და საკმაოდ ნორმალური ჩვენი ქვეყნის დონისთვის - ვსევოლოდოვი და ალექსიძე). დანარჩენები დროთა განმავლობაში გავყიდე. (ხო, 5 დონეზე მაღალი მწვრთნელიც არ მყოლია). ამასთან, ჩემს ტრანსფერებსაც რომ გადახედოთ, არც მაინდან მაქვს მოგება ნანახი, -7 მილიონზეა ბალანსი. თუმცა, რა ფულიც კი დამიგროვებია, ძირითადად დავხარჯე ქართველი ძლიერი მოთამაშეების ყიდვაში - ნაკრების ხალხის ფაქტიურად. მართალია საბაზრო ფასზე ცოტა მეტი გადავიხადე (ჯამში 12 მილიონამდე სამ კაცში), თუმცა ლიგაში გაყიდვების საშუალო მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტი შემოსავალი მაქვს. კვირაში 210ათასამდე იხდიან ჩემი ფანები ატრიბუტიკაში. მნიშვნელოვანია სტადიონი და სწორი ფასებიც, ამ მხრივაც სადღაც 580-590 ათასია ჩემი მაჩვენებელი. ანუ, რომ მოვთვალოთ, სტადიონი (580) + ატრიბუტიკა (210) + კონტრაქტი (187) გამოდის სადღაც 980 ათასამდე. ხელფასები რომ იანგარიშო სადღაც 700-800 და სპეციალისტებიც 70-80 გამოდის რომ კვირაში სადღაც 100-150 ათასი რჩება მოგება. სეზონში ეს ყველაფერი სადღაც 1-1,5 მილიონ სუფთა მოგებას გიტოვებს. იმ პირობებში, რომ გუნდიც საკმაოდ ძლიერი და კონკურენტუნარიანი გყავდეს არაა ცოტა შემოსავალი. თუ დავაპირებ 1-2 სეონით შესვენებას, ისეთ დროს შევარჩევდი რომ ეს ძლიერი მოთამაშეები 32-33 წლის ასაკში ჯერ კიდევ სარფიანად გამეყიდა და ჩემი აზრით 2 სეზონი სავსებით საკმარისი იქნებოდა გაახალგაზრდავებული და კონკურენტუნარიანი გუნდის დასაკომპლექტებლად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც გავითვალისწინე, იყო ის, რომ მოთამაშეთა ყიდვისას, ძირიტადი ბირთვის ასაკში სხვაობა იყო მცირე, მაქსიმუმ 4 წელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან გუნდი არც ერთიანად დაგიბერდება (ერთი ასაკის გამო) და არც დაუბალანსებელი არ იქნება (ასაკში დიდი სხვაობის და შესაბამისად განვითარების გამო). მოკლედ მენეჯერული თამაშია და არის ბევრი დეტალები. რათქმაუნდა ყველას გათვალისწინება და რთულია და ყველა სხვადასხვა გზას ირჩევს, თუმცა მუღამს მაინც ინარჩუნებს ჩემი აზრით.
და კიდევ ერთი, რაც ალბათ ყველაზე მთავარია და ქართლის თასზე გამოვარდნამ გამახსენა:) (ენთუზიაზმის დაზოგვამ, ან ოდნავ შესუსტებულმა შემადგენლობამ ბევრი მნიშვნელოვანი თამაში წამაგებინა, მაშინ როცა მეტოქეზე ძლიერი ვიყავი, თუნდაც ჩემი გამოვარდნა შარშაბნ თასზე). იღბალს აქვს დიდი მნიშვნელობა. (თუნდაც ქართლის მაგალითო რომ ავიღოთ, სამჯერ იყო ფინალში-2ჯერ უმაღლესის, ერთხელ თასის და სამივე წააგო სამწუხაროდ). როცა 1-2, გუნდი სხვებზე ორი თავით ძლიერია, იქ მეტი შანსი გაქვს წარმატების, თუმცა თუ მოხდა და შენი გუნდის სიძლიერის პერიოდი სხვა გუნდების ზენიტსაც დაემთხვა და მაგ. 5-6 თანაბარი ძალის გუნდია უმაღლესში, (+1-2 ქვემოდან იწყებს შეტევას) აი მაშინ გამართლების ფაქტორის როლი მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან მის გარეშე ძალიან მარტივად შეიძლება შენი საუკეთესო გუნდი ტიტულების გარეშე დარჩეს. აქ უკვე ძალიან მცირე დეტალებზე დავა შენი წარმატების ფორმულა და კარგი ტაქტიკური გათვლები იქნება საჭირო.
საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი აქტიური და ძლიერი გუნდი გვეყოლება (ქართველებით დაკომპლექტებული თუ იკნება კიდევ უკეთსი:) მით მეტად განვითარდება ქართული ბაზერი და უფრო მეტი მუღამი ექნება თამაშს.

Last edited by Nicolas at 04/10/2017 02:02:26

From: Nicolas

This Post:
00
285619.24 in reply to 285619.23
Date: 04/19/2017 01:44:32
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ამხელა ქამბექი დადო იმერეთმა და არც არავინ იმჩნევთ?? 28ქულიანი სხვაობით მოიგო ბოლო პერიოდი, საღოლ..ისე ეს პრინსტონი სულ ესეთი უცნაური ტაქტიკაა, სადღაც ისეთი სტრანნი პერიოდი იჩითება რომ რავი..5მილიონიანი დმის მქონე გუჩაშვილის 4-17 სამიანები ხო კიდე მაგარი ღადაობაა..

This Post:
00
285619.25 in reply to 285619.24
Date: 04/19/2017 03:09:10
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
რამდენი ხანია ლაივში არ მინახია ჩემი გუნდის თამაში და გუშინ ვუყურე. მესამე პერიოდის მერე იმედი აღარ მქონდა. თურმე მაშინ აპირებდნენ თამაშის დაწყებას
გუჩაშვილიც შეძლებისდაგვარად ამოკეტეს. მთავარი მაინც ვსევოლოდოვის გაგდება იყო. მაგის მერე შეუცვლელად მოუწია შენ გუნდს თამაში და ბოლოს დადგნენ.
მემგონი შევკარი ნორმალური გუნდი და ამ სეზონიდან იქნებ ჩემპიონობაზეც გავიწიო. გუშინდელი თამაშის მერე რატომაც არა
ქართლთან დამრჩა ერთი საომარი თამაში და თუ მოვიგე მერე წესით პრობლემები აღარ უნდა იყოს პლეიოფებამდე.
ქართველები მაინც ვერ ვიყიდე, პრინციპში არც გამოუყვანია ბაზარზე არავის ნორმალური დონის მოთამაშეები.

This Post:
00
285619.26 in reply to 285619.25
Date: 04/19/2017 03:57:49
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ხო, ქართველების დეფიციტია ბაზარზე. როცა გამოდიან მაშინ კიდე ხშირად ძალიან არარეალური ფასები აქვთ..
- - - - - - - - - -
გუშინდელს რაც შეეხება ვსევოლოდოვის ნაცვლად ალექსიძეც არ იყო ცუდი ვარიანტი..კონკრეტულად მაგ ტაქტიკაში კი ჯობდა სასტარტო, თუმცა მაგაზე მეტად ოდიშვილის მხოლოდ 10-მა წუთმა გამაკვირვა. 4 ნომერზე გაცილებით მეტი უნდა ეთამაშა. გუჩაშვილის ამოკეტვას რაც შეეხება, გასაგებია, ალბათ კარგი დამცველები გყავს, თუმცა რეიტინგებში საკმარისი სხვაობა იყო რო 8/30 არ ესროლათ სამიაები. თითქმის სამი რგოლი იყო სხვაობა ჩემს პერიმეტრულ შეტევასა და შენს დაცვას შორის. ნუ რაც იყო იყო, გილოცავ მოგებას, კარგი ქამბექი იყო.

თასზე აღარ ხარ (კი მიკვირს მსგავსი დაფიქვები და სასტავის არ გაყვანა თანაბარ მეტოქესთან, თუმცა შენ და დრაგონზი სხვანაირად აწყობთ სტრატეგიას როგორც ჩანს:), ყველა სხვა დანარჩენ გუნდთან +2 გაქვს წაგების გრაფაში და ძალიან დიდი ალბათობით (არსებული სიტუაციის გათვალისწინებითაც) რეგულარულის ჩემპი გახდები.
ჩემი მიზანი კონფერენციის პოში სახლის უპირატესობის მოპოვება იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ თასსაც ვუტევ მიწევს რეგულარულში ტაქტიკების გადაწყობა და მოთამაშეების დასვენება (+ ნაკრების განრიგს და სიტუაციასაც ვითვალისწინებ სანაკრებო ხალხისთვის, თან ვარჯიში და ვერ ხერხდება ყველა მატჩში ოპტიმალური შემადგენლობით ბრძოლა), თუმცა თუ ფინალში გადავეყარეთ ერთმანეთს იქ უკვე სხვა გარჩევა იქნება:)

This Post:
11
285619.27 in reply to 285619.26
Date: 04/19/2017 04:50:52
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
გუჩაშვილი რასაც ჩაყრიდა ეგ ისედაც გასათვალისწინებელი იყო შეგუებული ვიყავი. აი მაგას სხვაც თუ აყვებოდა მერე იქნებოდა საქმე ცუდათ. ვსევოლოდოვი სანამ იყო ვერ გააჩერეს ჩემებმა.
აქამდე ყველა თამაშში ფაქტიურად მაღლებმა მომაგებინეს გუშინ კიდე რატომღაც არაფერს არ აკეთებდნენ და პერიმეტრის ხალხმა მოიგო თამაში. არადა თითქოს მაღლებს უფრო უნდა ეაქტიურად. რატო გამოვიდა ეგრე მაინც ვერ გავიგე.

თასი არცერთ სეზონში არ ყოფილა პირველ ადგილზე, როცა მოგებული მაქ ეგ ტურნირები არც მაშინ არ ვანიჭებდი უპირატესობას, სადამდეც გავიდოდი გავიდოდი. ნახევარფინალში თუ გავაღწევდი მერე კი ვცდილობდი მოგებას. მემგონი თასზე ენთუზიაზმი არც კი მაქ გამოყენებული. ადრე ისეთ თამაშებში გავარდნილვარ თასიდან წესით ნახევარი გუნდით უპრობლემოთ რომ უნდა მომეგო.

მაგ ტურნირის აზრი მაინც ვერ გავიგე. თუ ნბა-ს მსგავსი თამაშია მაშინ თასი რა შუაშია. თუ მაინც საჭირო იყო ეს ტურნირი მაშინ წუთები არ უნდა ითვლებოდეს როგორც ჩემპინთა თასზეა. ამ ფორმატით უინტერესოა ჩემთვის თუ ორივე ტურნირზე იბრძვი მაშინ ვინც ადრე გავარდება იმას შენთან შედარებით უპირატესობა აქვს.
თასზე მესამე ლიგელს თუ მოუგე ფულს რატო იძლევიან, ანდაც იგივე პრინციპით ჩემპინატში რატო არაა ბონუსები. თუ ფულადი წახალისებისთვისაა ეგ ტურნირი მაშინ აშკარად ცოტას იხდიან.
პლიუს მაგას რომელ ქვეყანასაც ბევრი გუნდი ყავს იმას თასზეც უფრო ბევრი ბონუსები აქ და არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა ქვეყნებს. თითქოს დიდი არაფერია მაგრამ იმ ბონუსებით მერე ხო ყიდულობენ უკეთეს მოთამაშეებს ვიდრე სიტყვაზე ჩვენ, მერე ითვლება გუნდების ხელფასების საშუალო და სატელევიზიო კონტრაქტებში იმხელა უპირატესობა გამოსდით რო შანსი არაა ჩვენ იმათ დავეწიოთ. ადრე მაგაზე თემაც მქონდა ფორუმზე ბლომად ხალხიც იყო იგივე აზრზე მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. სადღაც მილიონი ან მილიონ ნახევარია სეზონში სიტყვაზე ჩვენ საუკეთესო გუნდის შემოსავლებსა და იმათ საუკეთესო გუნდის შემოსავლებს შორის, ეს როგორც მინიმუმ. მერე ეგ თანხა უკან რო გადმოიანგარიშო ყოველ თამაშზე შენ 5 საუკეთესო კალათბურთელს შეუძლია დაუპირისპიროს სათითაო პოზიციაზე 30 000-ით მეტი ხელფასის ხალხი.

მოკლედ რახან არი ეს ტურნირი იმიტომ ვთამაშობ. დიდი ხანია არაფერი მომიგია და იქით სეზონში შეიძლება თასზეც ვითამაშო. თმცა მაინც მეორეხარსიხოვანი იქნება




This Post:
00
285619.28 in reply to 285619.27
Date: 04/19/2017 05:10:30
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
როცა ბევრჯერ გაქვს მოგებული შეიძლება მუღამიც გეკარგება, თუმცა ტურნირია, ბ3-ზე გადის გამარჯვებული, ტიტულს იგებ და რაღაც პონტში მაინც აქვს ინტერესი. ადრე გამოვარდნილთან არათანაბარ პირობებში ყოფნას რაც შეეხება, ჩვენი თასი შედარებით მოკლეა რაუნდებში და საკმარისი დრო რჩება პოზიციების გასაუმჯობესებლად. რეგულარულს ვეღარ მოიგებს კაცი თასზე შორს თუ გავიდა, თუმცა პირველ რაუნდში სახლის უპირატესობაც არ არის წარმოუდგენელი ჩვენს პირობებში. მეც რომ მოვიგო თასი შეიძლება მერე მეც მომინდეს 26-0 სეზონის დადება და აღარ მივანიჭო დიდი მნიშვნელობა, თუმცა ამ ეტაპზე ვუმიზნებ:).
ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა თასი ბ3-ის ვარიანტში იყოს და მაგის ნაცვლად, 1 ლიგის თამაში დაემატებინათ კვირაში გაცილებით დინამიური გახდებოდა თამაში.
ძლიერი გუნდი მაღალ ლიგაში კვირაში საშუალოდ მინიმუმ 200-300 ათასს უნდა გადიოდეს პლიუსში. გეთანხმები დიდი ქვეყნების მაგალითზე, შიდა ჩემპი სხვაა და ბ3-ზე რო გადიხარ მაშინ ძალიან იგრძნობა სხვაობა დიდ გუნდებთან.

Last edited by Nicolas at 04/19/2017 05:11:30

This Post:
00
285619.29 in reply to 285619.28
Date: 04/22/2017 12:21:41
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
რა თამაში გამოგივიდათ
თან ლიგის ახალი რეკორდი დაიდო 82 ქულა

This Post:
00
285619.30 in reply to 285619.29
Date: 04/24/2017 01:53:18
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
სამწუხაროდ ვერ ვუყურე ლაივში. ერთი სასტარტოც რომ მიმემატებინა როსტერისთვის წესით უნდა მომეგო, თუმცა მხოლოდ სავარჯიშო კაცი დავაყენე და მეტოქის ძლიერ მცველსა და მძიმეს ვეღარ ვაჯობე..
ისე კი დასანანად წამიგია, წუთზე ნაკლებით ადრე 5 ქულა მქონდა +..(ისევე როგორც პირველი ოტ-ის დამთავრებამდე წუთით ადრე). პახოდუ მეტოქის ცენტრს 4/4 ქონდა სამიანები და გუნდს საერთოდ სასწაული % - 16/22, არადა ჩემი პერიმეტრის დაცვა იდეაში ჯობდა მის შეტევას და თან აქცენტირებულად არც პერიმეტრიდან არ მიტევდა..

Last edited by Nicolas at 04/24/2017 01:59:02

From: Nicolas
This Post:
00
285619.31 in reply to 285619.30
Date: 05/05/2017 04:05:19
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
საინტერესო თასის ფინალი გამოვიდა საბოლოო ჯამში. ჩემთვისაც და რუსთავისთვისაც პირველი თასის ფინალი გახლდათ და ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო პირველი ტიტული თასის გათამაშებაში. საკმაოდ თანაბარ სიტუაციაში ვიყავით და შესაბამისად მატჩიც დაძაბული გამოდგა, თუმცა მთელი თამაში თითქმის წინ ვიყავი და ბოლოსკენაც საკმაოდ კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს ჩემებმა. რუსთავს მთავარი პლიუსი ენთუზიაზმის ჰქონდა, რადგან 2 დღის წინ დაზოგა მეტოქიდან გამომდინარე, ხოლო მე გავხარჯე დრაგონზთან თამაშში. ასევე მცირედი უპირატესობა ჰქონდა სასტარტო ხუთეულის მოთამაშეთა ხელფასებში, თუმცა არც ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემს უპირატესობას რაც შეეხება ეს ფორმები გახლდათ, ყველა მოთამაშე 8-9 ფორმაში მყავდა, მაშინ როდესაც რუსთავის 2 მნიშვნელოვანი კაცი 5 ფორმაში იყო. უპირატესობა მოვიპოვე ტემპის გამოცნობაშიც და იმაში, რომ მეტოქემ პირიქით - ჩემი შეტევის აქცენტი ვერ გამოიცნო. ალბათ ამის ბრალიც იყო ის, რომ სასტარტო ცენტრი ძალიან მალე, 22 წუთში 6 ფოლით გავარდა თამაშიდან, რის შემდეგაც ფარზე არსებული უპირატესობა კიდევ უფრო გავამყარეთ და +23 მოხსნით მეტი მოვაგროვეთ ვიდრე მეტოქემ. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემმა ყველა მოთამაშემ 10 და მეტი ქულა გააკეთა, აქედან სამმა 10-ზე მეტი მოხსნაც მიამატა ორმაგი დუბლის ამბავში და გუჩაშვილს მხოლოდ 1 პასი დააკლდა ასევე ორმაგ დუბლამდე. ეს ყველაფერი კი საკმაოდ დაბალანსებულ გუნდურ თამაშზე მიუთითებს.
მოკლედ ვულოცავ რუსთავს თასის ფინალს და წარმატებები შემდეგ სეზონებში, ისევე როგორც ყველა სხვა გუნდებს.
ჩემის მხრივ, პირველად მოგებულ ეროვნულ ჩემპიონატს უკვე პირველი სათასო ტიტულიც მივამატე, რაც ძალიან სასიამოვნოა.
ხვალიდან კი უკვე სრული კონცენტრაციით ეროვნულ ჩემპიონატზე გადმოვვერთვებით მეც და რუსთავიც და იმედია წინ კიდევ ბევრი საინტერსო და დაძაბული დაპირისპირებები გველის.

From: BEQA

This Post:
00
285619.32 in reply to 285619.31
Date: 05/05/2017 07:12:02
RUSTAVIS DINAMO
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
11
Gilocav gekutnoda es gamarjveba

Advertisement