BuzzerBeater Forums

Sakartvelo - I.1 > სეზონი #38

სეზონი #38

Set priority
Show messages by
This Post:
11
285619.27 in reply to 285619.26
Date: 04/19/2017 04:50:52
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
გუჩაშვილი რასაც ჩაყრიდა ეგ ისედაც გასათვალისწინებელი იყო შეგუებული ვიყავი. აი მაგას სხვაც თუ აყვებოდა მერე იქნებოდა საქმე ცუდათ. ვსევოლოდოვი სანამ იყო ვერ გააჩერეს ჩემებმა.
აქამდე ყველა თამაშში ფაქტიურად მაღლებმა მომაგებინეს გუშინ კიდე რატომღაც არაფერს არ აკეთებდნენ და პერიმეტრის ხალხმა მოიგო თამაში. არადა თითქოს მაღლებს უფრო უნდა ეაქტიურად. რატო გამოვიდა ეგრე მაინც ვერ გავიგე.

თასი არცერთ სეზონში არ ყოფილა პირველ ადგილზე, როცა მოგებული მაქ ეგ ტურნირები არც მაშინ არ ვანიჭებდი უპირატესობას, სადამდეც გავიდოდი გავიდოდი. ნახევარფინალში თუ გავაღწევდი მერე კი ვცდილობდი მოგებას. მემგონი თასზე ენთუზიაზმი არც კი მაქ გამოყენებული. ადრე ისეთ თამაშებში გავარდნილვარ თასიდან წესით ნახევარი გუნდით უპრობლემოთ რომ უნდა მომეგო.

მაგ ტურნირის აზრი მაინც ვერ გავიგე. თუ ნბა-ს მსგავსი თამაშია მაშინ თასი რა შუაშია. თუ მაინც საჭირო იყო ეს ტურნირი მაშინ წუთები არ უნდა ითვლებოდეს როგორც ჩემპინთა თასზეა. ამ ფორმატით უინტერესოა ჩემთვის თუ ორივე ტურნირზე იბრძვი მაშინ ვინც ადრე გავარდება იმას შენთან შედარებით უპირატესობა აქვს.
თასზე მესამე ლიგელს თუ მოუგე ფულს რატო იძლევიან, ანდაც იგივე პრინციპით ჩემპინატში რატო არაა ბონუსები. თუ ფულადი წახალისებისთვისაა ეგ ტურნირი მაშინ აშკარად ცოტას იხდიან.
პლიუს მაგას რომელ ქვეყანასაც ბევრი გუნდი ყავს იმას თასზეც უფრო ბევრი ბონუსები აქ და არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა ქვეყნებს. თითქოს დიდი არაფერია მაგრამ იმ ბონუსებით მერე ხო ყიდულობენ უკეთეს მოთამაშეებს ვიდრე სიტყვაზე ჩვენ, მერე ითვლება გუნდების ხელფასების საშუალო და სატელევიზიო კონტრაქტებში იმხელა უპირატესობა გამოსდით რო შანსი არაა ჩვენ იმათ დავეწიოთ. ადრე მაგაზე თემაც მქონდა ფორუმზე ბლომად ხალხიც იყო იგივე აზრზე მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. სადღაც მილიონი ან მილიონ ნახევარია სეზონში სიტყვაზე ჩვენ საუკეთესო გუნდის შემოსავლებსა და იმათ საუკეთესო გუნდის შემოსავლებს შორის, ეს როგორც მინიმუმ. მერე ეგ თანხა უკან რო გადმოიანგარიშო ყოველ თამაშზე შენ 5 საუკეთესო კალათბურთელს შეუძლია დაუპირისპიროს სათითაო პოზიციაზე 30 000-ით მეტი ხელფასის ხალხი.

მოკლედ რახან არი ეს ტურნირი იმიტომ ვთამაშობ. დიდი ხანია არაფერი მომიგია და იქით სეზონში შეიძლება თასზეც ვითამაშო. თმცა მაინც მეორეხარსიხოვანი იქნება




This Post:
00
285619.28 in reply to 285619.27
Date: 04/19/2017 05:10:30
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
როცა ბევრჯერ გაქვს მოგებული შეიძლება მუღამიც გეკარგება, თუმცა ტურნირია, ბ3-ზე გადის გამარჯვებული, ტიტულს იგებ და რაღაც პონტში მაინც აქვს ინტერესი. ადრე გამოვარდნილთან არათანაბარ პირობებში ყოფნას რაც შეეხება, ჩვენი თასი შედარებით მოკლეა რაუნდებში და საკმარისი დრო რჩება პოზიციების გასაუმჯობესებლად. რეგულარულს ვეღარ მოიგებს კაცი თასზე შორს თუ გავიდა, თუმცა პირველ რაუნდში სახლის უპირატესობაც არ არის წარმოუდგენელი ჩვენს პირობებში. მეც რომ მოვიგო თასი შეიძლება მერე მეც მომინდეს 26-0 სეზონის დადება და აღარ მივანიჭო დიდი მნიშვნელობა, თუმცა ამ ეტაპზე ვუმიზნებ:).
ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა თასი ბ3-ის ვარიანტში იყოს და მაგის ნაცვლად, 1 ლიგის თამაში დაემატებინათ კვირაში გაცილებით დინამიური გახდებოდა თამაში.
ძლიერი გუნდი მაღალ ლიგაში კვირაში საშუალოდ მინიმუმ 200-300 ათასს უნდა გადიოდეს პლიუსში. გეთანხმები დიდი ქვეყნების მაგალითზე, შიდა ჩემპი სხვაა და ბ3-ზე რო გადიხარ მაშინ ძალიან იგრძნობა სხვაობა დიდ გუნდებთან.

Last edited by Nicolas at 04/19/2017 05:11:30

This Post:
00
285619.29 in reply to 285619.28
Date: 04/22/2017 12:21:41
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
რა თამაში გამოგივიდათ
თან ლიგის ახალი რეკორდი დაიდო 82 ქულა

This Post:
00
285619.30 in reply to 285619.29
Date: 04/24/2017 01:53:18
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
სამწუხაროდ ვერ ვუყურე ლაივში. ერთი სასტარტოც რომ მიმემატებინა როსტერისთვის წესით უნდა მომეგო, თუმცა მხოლოდ სავარჯიშო კაცი დავაყენე და მეტოქის ძლიერ მცველსა და მძიმეს ვეღარ ვაჯობე..
ისე კი დასანანად წამიგია, წუთზე ნაკლებით ადრე 5 ქულა მქონდა +..(ისევე როგორც პირველი ოტ-ის დამთავრებამდე წუთით ადრე). პახოდუ მეტოქის ცენტრს 4/4 ქონდა სამიანები და გუნდს საერთოდ სასწაული % - 16/22, არადა ჩემი პერიმეტრის დაცვა იდეაში ჯობდა მის შეტევას და თან აქცენტირებულად არც პერიმეტრიდან არ მიტევდა..

Last edited by Nicolas at 04/24/2017 01:59:02

From: Nicolas
This Post:
00
285619.31 in reply to 285619.30
Date: 05/05/2017 04:05:19
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
საინტერესო თასის ფინალი გამოვიდა საბოლოო ჯამში. ჩემთვისაც და რუსთავისთვისაც პირველი თასის ფინალი გახლდათ და ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო პირველი ტიტული თასის გათამაშებაში. საკმაოდ თანაბარ სიტუაციაში ვიყავით და შესაბამისად მატჩიც დაძაბული გამოდგა, თუმცა მთელი თამაში თითქმის წინ ვიყავი და ბოლოსკენაც საკმაოდ კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს ჩემებმა. რუსთავს მთავარი პლიუსი ენთუზიაზმის ჰქონდა, რადგან 2 დღის წინ დაზოგა მეტოქიდან გამომდინარე, ხოლო მე გავხარჯე დრაგონზთან თამაშში. ასევე მცირედი უპირატესობა ჰქონდა სასტარტო ხუთეულის მოთამაშეთა ხელფასებში, თუმცა არც ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემს უპირატესობას რაც შეეხება ეს ფორმები გახლდათ, ყველა მოთამაშე 8-9 ფორმაში მყავდა, მაშინ როდესაც რუსთავის 2 მნიშვნელოვანი კაცი 5 ფორმაში იყო. უპირატესობა მოვიპოვე ტემპის გამოცნობაშიც და იმაში, რომ მეტოქემ პირიქით - ჩემი შეტევის აქცენტი ვერ გამოიცნო. ალბათ ამის ბრალიც იყო ის, რომ სასტარტო ცენტრი ძალიან მალე, 22 წუთში 6 ფოლით გავარდა თამაშიდან, რის შემდეგაც ფარზე არსებული უპირატესობა კიდევ უფრო გავამყარეთ და +23 მოხსნით მეტი მოვაგროვეთ ვიდრე მეტოქემ. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემმა ყველა მოთამაშემ 10 და მეტი ქულა გააკეთა, აქედან სამმა 10-ზე მეტი მოხსნაც მიამატა ორმაგი დუბლის ამბავში და გუჩაშვილს მხოლოდ 1 პასი დააკლდა ასევე ორმაგ დუბლამდე. ეს ყველაფერი კი საკმაოდ დაბალანსებულ გუნდურ თამაშზე მიუთითებს.
მოკლედ ვულოცავ რუსთავს თასის ფინალს და წარმატებები შემდეგ სეზონებში, ისევე როგორც ყველა სხვა გუნდებს.
ჩემის მხრივ, პირველად მოგებულ ეროვნულ ჩემპიონატს უკვე პირველი სათასო ტიტულიც მივამატე, რაც ძალიან სასიამოვნოა.
ხვალიდან კი უკვე სრული კონცენტრაციით ეროვნულ ჩემპიონატზე გადმოვვერთვებით მეც და რუსთავიც და იმედია წინ კიდევ ბევრი საინტერსო და დაძაბული დაპირისპირებები გველის.

From: BEQA

This Post:
00
285619.32 in reply to 285619.31
Date: 05/05/2017 07:12:02
RUSTAVIS DINAMO
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
11
Gilocav gekutnoda es gamarjveba

From: Nicolas

To: BEQA
This Post:
00
285619.33 in reply to 285619.32
Date: 05/05/2017 07:24:36
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
madloba, gaixare. carmatebebi momavalshi

From: Nicolas
This Post:
00
285619.34 in reply to 285619.33
Date: 05/31/2017 06:18:19
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
25.5 რეიტინგი დადო გუჩაშვილმა 14 წუთში. 5-6 წუთი რო ეთამაშა ალბათ 27-მდეც ავიდოდა. ამხელა რეიტინგი არ შემხვედრია მე, მითუმეტეს ქართველის

From: Nicolas
This Post:
00
285619.35 in reply to 285619.34
Date: 06/12/2017 05:34:36
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ძაან საინტერესო პლეიოფები გამოვიდა. და კიდევ უფრო საინტერესო მგონი წინ გველოდება. აუტსაიდერებმა (განთესვით) ძაან იბრძოლეს ფაქტიურად ყველა სერიაში..შესაბამისად, ვესტის პირველივე რაუნდში პირველადგილოსანი გავარდა, ხოლო ისტში მეორეადგილოსანი..კონფერენციების ფინალშიც რუსთავის დინამომ საკმაოდ მსუყე სენსაცია გამოაცხო და დრაგონზს მოუგო (სენსაცია ალბათ უფრო იმის ფონზე რომ გასვლაზე იყო და + მაგას ნაკლები ენთუზიაზმით)..ჩემი გადმოსახედიდან რუსთავი აშკარად dark horse იყო ვესტში..იმერეთის მაგალითი წესით საკმარისი უნდა ყოფილიყო დრაგონზისთვის რომ ნორმალით არ გაერისკა, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა რომ 20-2 და 19-3 შედეგების მქონე გუნდებიდან ვერცერთი ვერ მოხვდა ფინალში და ფინალური წყვილიც შესაბამისად ისტის მესამეადგილოსან რუსთავის დინამოსა (15/7) და ვესტის მეორეადგილოსან თბილისის მავერიკს (15/7) შორის გაიმართება. ამ აყალმაყალში კი სახლის უპირატესობაც ჩემს გუნდს ხვდა წილად (სულ რაღაც 3 ქულის სხვაობის გამო).
საინტერესოა ისიც, რომ უმაღლესის ფინალური სერია წლევანდელი თასის ფინალის გამეორება იქნება. თან თბილისი-რუსთავის პრინციპული საკალათბურთო დაპირისპირებაც. დარწმუნებული ვარ რუსთავი კბილებს ილესავს თასის ფინალში განცდილი მარცხის გამო, სადაც საკმაოდ დაძაბული და თანაბარი თამაში გამოვიდა, თუმცა მისი ძირითადი 4 ნომრის ნაადრევად გავარდნის გამო (6 ფოლი) (+ მაგას ვერგამოცნობილი ფოკუსის და ჩემი გამოცნობილი ტემპის ფაქტორის გათვალისწინებით) ჩემმა გუნდმა მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და თასიც პირველად მოიპოვა. (თუ არ ვცდები რუსთავისთვისაც პირველი თასი იქნებოდა და სერიის მოგების შემთხვევაში უმაღლესის ჩემპიონობაც პირველი იქნება მისთვის).
მოკლედ დიდი ინტრიგაა ფინალების წინ და ვნახოთ, წესით და რიგით კარგი და დაძაბული სერია უნდა გამოვიდეს.. მოგებას ვერა, თუმცა წარმატებებს ვუსურვებ რუსთავს რაც ალბათ პირველ რიგში იმას გულისხმობს რომ უტრავმო ფინალი იყოს და დალშე დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს..საბოლოო ჯამში მაინც თანაბარი სიძლიერის გუნდები გვყავს თავის +/- ებით და ტაქტიკურ დაპირისპირებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება..

პ.ს. საინტერესო სტატისტიკა. ქართული ბაზერის ყველაზე ტიტულოვანი კლუბები - იმერეთი და დრაგონზი, რომლებსაც ჯამში 35-დან 16-ჯერ აქვთ უმაღლესის ჩემპიონობა მოპოვებული (ფაქტიურად ტიტულების ნახევარი), უკვე მესამე სეზონია უტიტულოდ რჩებიან. (თასზე კიდევ უფრო მეტი, 4-სეზონიანი მშრალი სერია აქვთ). ეს ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ როგორც მინიმუმ უმაღლესის დონეზე უფრო კონკურენტუნარიანი და აქტიური გახდა შეჯიბრი, რაც ძალიან კარგია.

From: Nicolas
This Post:
00
285619.36 in reply to 285619.35
Date: 06/13/2017 11:08:37
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
იმენა ორგაზმი ფინალები გაიჩითა და კაციშვილი არ პოსტავთ, იმედია ყველა ჩართულები ხართ თამაშში:D რა გამათანაბრებელი მისცა გუჩაშვილმა, კარგი იყო..მტელი თამაში მდევრის როლში ვარ, ბოლო წუთებში 3 ქულით გავედი წინ თუმცა საბოლოოდ სამიანით გავათანაბრეთ და ოვერტაიმი..

From: Nicolas
This Post:
00
285619.37 in reply to 285619.11
Date: 06/13/2017 11:37:28
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ვულოცავ რუსთავს, ძალიან მაგარი თამაში იყო. საჯარიმოს ხაზზე გადაწყდა ფაქტიურად მატჩის ბედი..ათანასენას სამიანიც ძაან ცუდი მომენტი იყო..20%-ზე ნაკლებს ესვრისა ტიპი სამიანებს..ნუ რაც იყო იყო..რუსთავში საბრძოლველად ჩამოვალთ

Advertisement