BuzzerBeater Forums

Sakartvelo - I.1 > სეზონი #38

სეზონი #38

Set priority
Show messages by
From: Nicolas
This Post:
00
285619.13 in reply to 285619.12
Date: 03/24/2017 03:45:00
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
წინა სეზონის პატარა სტატისტიკაც ბარემ, რომელიც ფინალს ეხება. მოგეხსენებათ გამარჯვებულის გამოვლენას სამი მატჩი დასჭირდა და შესაბამისად ამ სამი მატჩის სტატისტიკას მოგაწვდით.
ჯამში ორივე გუნდმა თითქმის თანაბარი რაოდენობის ბურთები ვესროლეთ, (280 მავერიკსმა, 277 დრაგონზმა). ჩემმა გუნდმა უფრო მეტი სამიანი (32/84-38%) ესროლა ვიდრე მეტოქემ (27/58-46,5%), მაგრამ სამიანების % ხედავთ დრაგონზს გაცილებით მაღალი ჰქონდა. თუმცა 2ქულიანების % (55,1%-48,4%) და შესაბამისად ზოგადად ფგ% (50%-48%) მავერიკსის სასარგებლოდ იყო. რაც შეეხება ჯარიმებს, 56-დან 46 გამოიყენა ჩემმა გუნდმა (82,14%), ხოლო 64-დან 39 დრაგონზმა (60,93%). მოხსნებში მინიმალური უპირატესობა ჰქონდა დრაგონზს, რომელიც მატჩში საშუალოდ 46,33 ბურთს ხსნიდა, ხოლო მავერიკსი 45,33-ს. პასებშიც მცირე უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა, საშუალოდ 25 პასი მავერიკსის 21,66-ის წინააღმდეგ. დაკარგვები მეტი ჰქონდა დრაგონზს - 8,33, ხოლო მავერიკს 6,66. საშუალოდ 4 ჩაჭრას აკეთებდა დრაგონზი, ხოლო 3,33-ს მავერიკსი. ბლოკშოტებში სრული თანაფარდობა იყო, საშუალოდ 2,66 ბლოკი ორივე გუნდს. ჯარიმებშიც ფაქტიურად ანალოგიური სიტუაციაა - ჯამში 44ჯერ დაჯარიმდა მავერიკსი, ხოლო 43-ჯერ დრაგონზი. და ბოლოს, საშუალოდ 119,33 ქულა მოუგროვდა სამ მატჩში გამარჯვებულ გუნდს, ხოლო 110,66 დამარცხებულს. მიუხედავად იმისა, რომ სუსტი დაცვები არცერთ გუნდს არ გვქონდა (განსაკუთრებით დრაგონზის დაცვის რეიტინგები იყო შთამბეჭდავი), მაინც საკმაოდ მაღალქულიანი და შეტევაზე ორიენტირებული ფინალები გამოდგა როგორც ხედავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან თანაბარი ძალის გუნდები ვიყავით, თუმცა ჩემი სასტარტოს ტრავმისა და სახლის ფაქტორის გათვალისწინებით მცირე უპირატესობას დრაგონზი ფლობდა და ფინალების ფავორიტად ალბათ მაინც ის მიიჩნეოდა. (ასე 55/60 % - 45/40%-ის წინააღმდეგ ჩემი შეფასებით). მითუმეტეს პირველი მოგებული მატჩის შემდეგ მისი შანსები კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა, საბოლოოდ ძალიან მაღალი ხარისხის 3 მატჩი ვნახეთ, სადაც დაძაბულობა მუდმივად იგრძნობოდა და მითუმეტეს დისაიდერი ძალიან მაგარი საყურებელი გამოდგა და ბოლო წუთებამდე რასაც ქვია nail-biter იყო.
აღსანიშნავია ერთი ფაქტიც - გამეფებული ტრადიციის თანახმად, როგორც წესი მოსაგებ და დიდ თამაშებში ძირითადად ფარქვეშა ტაქტიკას იყენებენ, რაც ამ შმთხვევაში პირიქით იყო - ფინალის არცერთი მატჩი მოგებულ გუნდს ფარქვეშა ტაქტიკით არ უთამაშია, პირიქით, ორივე მოგება პერიმეტრის ტაქტიკის გამოყენებისას მოიპოვა მავერიკსმა.
და ბოლოს, მოთამაშეთა სტატისტიკა.
მავერიკსი:
ქულები:
გუჩაშვილი-44,66
ვსევოლოდოვი-32.0
ბუტისი-18,66

მოხსნები:
ოდიშვილი-13,33
ბუტისი-11,33
ზოიძე-9,33

პასები:
გუჩაშვილი-7,66
ვსევოლოდოვი-6,33
ზოიძე-6,0

დრაგონზი:
ქულები:
რუსი-27,33
ირურეტა-25,0
რატკევიჩს-16,33

მოხსნები:
გუანგჰაი-15,33
ირურეტა-13,33
რატკევიჩს-4,33

პასები:
რატკევიჩს-7,33
რუსი-5,66
გუანგჰაი-3,0

ალბათ ფინალების მვპ ამ ყველაფრის ფონზე და გათვალისწინებით ქართული ბაზერის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პგ (თუ საუკეთესო არა) გიგა გუჩაშვილი იქნებოდა. 51,5%fg, 53,84%(!!!) 3pt, 81.25%ft, 44.66 ქულა, 2.66მოხსნა, 7,66 პასი, 0,66დაკარგვა და შესაბამისად 11,5 ა/ტო. ნამდვილად შთამბეჭდავი სტატისტიკაა მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ დრაგონზის დაცვის ხაზის (როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრის) სიძლიერეს, რაც მის რეიტინგებშიც ჩანდა.



Last edited by Nicolas at 03/24/2017 04:30:57

From: Nicolas
This Post:
00
285619.14 in reply to 285619.13
Date: 03/27/2017 04:16:57
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ეხლა გადავხედე ჩემი და დრაგონზის ურთიერთშეხვედრების ისტორიას ბაზერმენეჯერში და ბოლო ორ მატჩამდე ზედიზედ 10 წაგება მქონია მეტოქესთან, აქედან 9 ლიგაში და ერთიც თასზე. კაი მსუყე სერია შემიწყვეტია, თან რა დროს:)

From: Nicolas
This Post:
00
285619.15 in reply to 285619.14
Date: 04/07/2017 01:38:24
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
დიდი ჯახი იქნება თასზე. დრაგონზი-იმერეთი. საერთოდაც, ჯერ მხოლოდ სამი წრე დასრულდა და უკვე უმაღლესის 7 გუნდია გავარდნილი და 4 წრის შემდეგ კიდევ სამი მიემატება მინიმუმ, რადგან ერთმანეთეს ხვდებიან უმაღლესლიგელები.

From: zzip

This Post:
00
285619.16 in reply to 285619.15
Date: 04/07/2017 08:04:12
zzip
II.2
Overall Posts Rated:
00
ესე იგი თეორიულად შემიძლია ნახევარფინალშიც კი მოვხვდე :)

From: Nicolas

To: zzip
This Post:
00
285619.17 in reply to 285619.16
Date: 04/07/2017 08:07:57
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
რამე ლოგიკა არის თასის წილისყრაში და იცი შენი სავარაუდო მეტოქე შემდეგ რაუნდში გასვლის შემთხვევაში თუ სხვა ფაქტორებს ეფუძნება შენი თეორია? :)

From: zzip

This Post:
00
285619.18 in reply to 285619.17
Date: 04/08/2017 14:50:37
zzip
II.2
Overall Posts Rated:
00
ალბათობის თეორიას ვეფუძნები, ძირითადად :)

ამ წრის შემდეგ 16-დან დარჩება 4 გუნდი, რომლებთანაც შანსი ალბათ არ მაქვს. დანარჩენებს შემიძლია მოვუგო.
თუ ამ 4-დან არავინ შემხვდა ჯერ მერვედფინალში (შანსი - 73%) და მერე მეოთხედფინალშიც (შანსი - 43%), მაშინ ნახევარფინალში გასული ვარ. ამ ორი ალბათობის ერთდროული ხდომილება არის 0.31.

ანუ 31 პროცენტი შანსია, რომ ნახევარფინალში უპრობლემოდ გავალ. თუ ამ ოთხიდან რომელიმე ორი მერვედფინალშივე დაწყვილდება, მაშინ ჩემი შანსი კიდევ უფრო იზრდება.

Last edited by zzip at 04/08/2017 14:53:12

From: GEORGIA777

To: zzip
This Post:
00
285619.19 in reply to 285619.18
Date: 04/08/2017 17:06:16
Qartli Hawks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
00
აღმოსავლეთში დარჩა მარტო იმერეთი სხვებმა დაშალეს გუნდი და გაუფინეს ხალიჩა იმერეთს ჩემპიონობისკენ, ეგ მივა პირველი ადგილით ძალების დაზოგვით , მაშინ როცა დასავლეთში დიდი კონკურენციაა და ამის გამო ფინალში მოედნის უპირატესობაც ექნება. მომბეზრდა უკვე, შარშან შემადგენლობის დაყენება ვერ მოვასწარი თასზე, წელს სასწაულად არ გამიმართლა შედარებით სუსტთან წავაგე პირველივე წრეზე. და ისევ უაზრო არაფრის მომცემი სეზონი, მორიგი ტიტულის გარეშე, ძალიან ცუდად აქვთ აწყობილი პროგრამა ძალიან დიდი ხანი უნდა გუნდის აწყობა ისე რომ ჩემპიონს წინააგმდეგობა გაუწიო, ან 3D live მაინც იყოს თუნდაც ფასიანი, მომაბეზრებელია უტოპია თავიდან უნდა დაერქმიათ ამისთვის და არა კერძო ლიგისთვის , ერთიდაიგივე 5-6 გუნდი ტრიალებს თასების გარშემო, მერე ისევ დრაგონსი მოძლიერდება ან ზზიპი ან რუსთავი, მჭედლო და ამასობაში დაბერდა სასტავი და დავშალო უნდა. და რა შემოსავლებით უნდა ავაწყო გუნდი მერე ახლიდან? დაჭირდება ალბათ 5-10 სეზონი მინიმუმ. ეხლა ვხვდები რატომ ხდება ჩემპიონი
Washington Wizards :)) წარმატებები ყველას ფლეიოფებშიც და ფლეიაუტებშიც

This Post:
00
285619.20 in reply to 285619.19
Date: 04/08/2017 17:09:58
Qartli Hawks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
00
P.S. შესწორება წინა ტექსტში ''რატომ ვერ ხდება ჩემპიონი''

From: zzip

This Post:
00
285619.21 in reply to 285619.19
Date: 04/08/2017 18:46:14
zzip
II.2
Overall Posts Rated:
00
ეგ ციკლი ნამდვილად არსებობს. პირდაპირი მარშრუტი მესამე-უმაღლესი-მესამე. ორჯერ მაქვს გავლილი :)

დიდი გუნდის მუდმივად შენარჩუნება შეუძლებელია, თუ დეითრეიდერი არ ხარ - ანუ ყიდვა-გაყიდვაზე თუ არ მუშაობ. დიდი გუნდი ერთჯერადია, მაგრამ ეს რეალშიც ასეა - ლარი ბერდის სელტიქსი, ან თუნდაც დერიუგინის დინამო აღარ განმეორდება, მაგრამ არც გაქრება. ამ დროებითობასაც აქვს თავისი მუღამი და ეგ მაჩერებს ამ თამაშში. ბევრს ბეზრდება - მე ის დროც მახსოვს, როცა სამოც ათასზე მეტი გუნდი იყო სისტემაში - მაგრამ მე ჯერჯერობით საკმარის სიამოვნებას ვიღებ იმისთვის, რომ კვირაში ნახევარი საათი დავუთმო.

წარმატებები შენც :)

From: GEORGIA777

To: zzip
This Post:
00
285619.22 in reply to 285619.21
Date: 04/09/2017 16:36:21
Qartli Hawks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
00
თრეიდერებიც შეზღუდეს თუ დიდი ხანი არ გყავს გუნდში აზრს კარგავს ტრანსფერი ისეთი დაბალი პროცენტია, და კიდევ სპეციალისტებია ძალიან ცოტა თუ არის მაღალი ხელფასით, დაბლიანებზე კი ადის რამოდენიმე მილიონზე ვაჭრობა, ამასაც 2-3 სეზონში აუვა ხელფასი ისე რომ ვეღარ გააჩერებ გუნდში. 3 სეზონში 3 მილიონი საიდან უნდა მოაგროვო, ან მარტო სპეციალისტი ხომ არაა გუნდი. კაი ახლგაზრდები ავარჯიშე მერე გაყიდო? ამასობაში ძველები ბერდებიან და შემცლელები გინდა. ძალაინ შეზღუდულია გუნდის განვიტარება არადა ადრე დაწერეს რომ მცირე კლუბებს მეტი გასაქანი უნდა მივცეთო, იმის მერე 3-4 სეზონი გავიდა და არაფერი შედეგი, კარგია დაშალო გუნდი და მესამეში ჩახვიდე, მაგრამ ეგ კარგია როცა ჩემპიონი გახდები :)) მავერიქს ექნება დათვლილი რამდენი ჩემპიონი ყავდა 38 სეზონის მანძილზე საქართველოს ? 5-6 ალბათ, ხან ერთი დაშლის გუნდს, ხან მეორე და სანამ შენ გუნდს აწყობ დაბრუნდებიან ესენიც უმაღლეში დიდი ბიუჯეტით და ხდებიან ჩემპიონები, მე დიდი ხანია ვაწყობ გუნდს და ძლივს რაღაც ნორმალურ შემადგენლობას მოვუყარე თავი, და რა თასზე სუსტთან (შედარებით იმ მომენტისთვის) წავაგე და ვერც ჩემპიონატში გამომივა რამე იმიტომ რომ მჭირდება მაღალი დონის სპეციალისტები და არ ხერხდება, ბიჭები თუ სასწაულს მოახდენენ პარკეტზე ეგაა ჩემი იმედი :)) მაგრამ როგორც წესი მოწინააღმდეგეს უფრო უმართლებს ხოლმე. ბრალოდ სტრატეგია მიყვარს და ალტერნატივაც არაა სხვა ჯერჯერობით

This Post:
00
285619.23 in reply to 285619.22
Date: 04/10/2017 02:01:06
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
საინტერესო დისკუსიები წასულა. პირველ რიგში სტატისტიკაზე გეტყვით. 35 სეზონის განმავლობაში 13 სხვადასხვა ჩემპიონი ჰყავდა უმაღლესს. + ამას კიდევ 10 გუნდი იყო, რომელმაც ითამაშა უმაღლესის ფინალი, თუმცა დამარცხდნენ.
ეხლა რაც შეეხება თამაშთან დაკავშირებულ საკითხებს. ზოგადად რომ უფრო მეტი განვითარება და დახვეწა სჭირდება ამ თამაშს ამაში გეთანხმებით, თუმცა ჩვენი ქვეყნის დონე რომ ავიღოთ, სულ არაა საჭირო ტრეიდერობა ან 10 მილიონიანი დაბანდება სპეციალისტებსა და სავარჯიშო მოთამაშეებში რომ ფული დააგროვო და ძლიერი გუნდი შეკრა. ბ3 დონისთვის კი ბატონო, გაცილებით მეტი ფინანსები და რესურსებია საჭირო, თუმცა ჩვენი ჩემპიონატისა და თასისთვის ცოტა ნაკლებითაც გავა კაცი ფონს. მე უბრალოდ ჩემს მაგალითს ვიტყვი. მე-15 სეზონია ბაზერში ვარ და ამ დონის კლუბი პირველად მყავს. გეთანხმებით, 15 სეზონი საკმაო დროა, თუმცა რომ დაგიბერდებიან ლიდერები ამ 15 სეზონის გამოცდილება გაძლევს შანსს შედარებით მარტივად განაახლო და გააძლიერო გუნდი, ისე რომ ახალი 15 სეზონი არ დაგჭირდეს კაცს. პირველი სეოზნიდან შემომრჩა 1 ფრენჩაიზის მოთამაშე, (+მაგას მყავს კიდევ ერთი დრაფტიდან შემორჩენილი, ოღონდ ის მე-5 სეზონში ამომივიდა. ეს ორივე ფაქტიურად ძირითადის მოთამაშეებია და საკმაოდ ნორმალური ჩვენი ქვეყნის დონისთვის - ვსევოლოდოვი და ალექსიძე). დანარჩენები დროთა განმავლობაში გავყიდე. (ხო, 5 დონეზე მაღალი მწვრთნელიც არ მყოლია). ამასთან, ჩემს ტრანსფერებსაც რომ გადახედოთ, არც მაინდან მაქვს მოგება ნანახი, -7 მილიონზეა ბალანსი. თუმცა, რა ფულიც კი დამიგროვებია, ძირითადად დავხარჯე ქართველი ძლიერი მოთამაშეების ყიდვაში - ნაკრების ხალხის ფაქტიურად. მართალია საბაზრო ფასზე ცოტა მეტი გადავიხადე (ჯამში 12 მილიონამდე სამ კაცში), თუმცა ლიგაში გაყიდვების საშუალო მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტი შემოსავალი მაქვს. კვირაში 210ათასამდე იხდიან ჩემი ფანები ატრიბუტიკაში. მნიშვნელოვანია სტადიონი და სწორი ფასებიც, ამ მხრივაც სადღაც 580-590 ათასია ჩემი მაჩვენებელი. ანუ, რომ მოვთვალოთ, სტადიონი (580) + ატრიბუტიკა (210) + კონტრაქტი (187) გამოდის სადღაც 980 ათასამდე. ხელფასები რომ იანგარიშო სადღაც 700-800 და სპეციალისტებიც 70-80 გამოდის რომ კვირაში სადღაც 100-150 ათასი რჩება მოგება. სეზონში ეს ყველაფერი სადღაც 1-1,5 მილიონ სუფთა მოგებას გიტოვებს. იმ პირობებში, რომ გუნდიც საკმაოდ ძლიერი და კონკურენტუნარიანი გყავდეს არაა ცოტა შემოსავალი. თუ დავაპირებ 1-2 სეონით შესვენებას, ისეთ დროს შევარჩევდი რომ ეს ძლიერი მოთამაშეები 32-33 წლის ასაკში ჯერ კიდევ სარფიანად გამეყიდა და ჩემი აზრით 2 სეზონი სავსებით საკმარისი იქნებოდა გაახალგაზრდავებული და კონკურენტუნარიანი გუნდის დასაკომპლექტებლად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც გავითვალისწინე, იყო ის, რომ მოთამაშეთა ყიდვისას, ძირიტადი ბირთვის ასაკში სხვაობა იყო მცირე, მაქსიმუმ 4 წელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან გუნდი არც ერთიანად დაგიბერდება (ერთი ასაკის გამო) და არც დაუბალანსებელი არ იქნება (ასაკში დიდი სხვაობის და შესაბამისად განვითარების გამო). მოკლედ მენეჯერული თამაშია და არის ბევრი დეტალები. რათქმაუნდა ყველას გათვალისწინება და რთულია და ყველა სხვადასხვა გზას ირჩევს, თუმცა მუღამს მაინც ინარჩუნებს ჩემი აზრით.
და კიდევ ერთი, რაც ალბათ ყველაზე მთავარია და ქართლის თასზე გამოვარდნამ გამახსენა:) (ენთუზიაზმის დაზოგვამ, ან ოდნავ შესუსტებულმა შემადგენლობამ ბევრი მნიშვნელოვანი თამაში წამაგებინა, მაშინ როცა მეტოქეზე ძლიერი ვიყავი, თუნდაც ჩემი გამოვარდნა შარშაბნ თასზე). იღბალს აქვს დიდი მნიშვნელობა. (თუნდაც ქართლის მაგალითო რომ ავიღოთ, სამჯერ იყო ფინალში-2ჯერ უმაღლესის, ერთხელ თასის და სამივე წააგო სამწუხაროდ). როცა 1-2, გუნდი სხვებზე ორი თავით ძლიერია, იქ მეტი შანსი გაქვს წარმატების, თუმცა თუ მოხდა და შენი გუნდის სიძლიერის პერიოდი სხვა გუნდების ზენიტსაც დაემთხვა და მაგ. 5-6 თანაბარი ძალის გუნდია უმაღლესში, (+1-2 ქვემოდან იწყებს შეტევას) აი მაშინ გამართლების ფაქტორის როლი მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან მის გარეშე ძალიან მარტივად შეიძლება შენი საუკეთესო გუნდი ტიტულების გარეშე დარჩეს. აქ უკვე ძალიან მცირე დეტალებზე დავა შენი წარმატების ფორმულა და კარგი ტაქტიკური გათვლები იქნება საჭირო.
საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი აქტიური და ძლიერი გუნდი გვეყოლება (ქართველებით დაკომპლექტებული თუ იკნება კიდევ უკეთსი:) მით მეტად განვითარდება ქართული ბაზერი და უფრო მეტი მუღამი ექნება თამაშს.

Last edited by Nicolas at 04/10/2017 02:02:26

Advertisement