BuzzerBeater Forums

Sakartvelo - I.1 > უმაღლესი ლიგის ფორუმი

უმაღლესი ლიგის ფორუმი

Set priority
Show messages by
From: Nicolas

To: zzip
This Post:
00
290159.34 in reply to 290159.33
Date: 02/09/2018 04:31:48
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
არც მე მაწყობდა შენთან დაპირისპირება, თუმცა სხვა რა გზაა, დავეჭიდოთ უნდა :)

This Post:
00
290159.35 in reply to 290159.33
Date: 02/10/2018 14:10:00
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
აღარ მომეშვით და გაგეცალეთ
ამ ბოლო დროს ყველა სერიოზულად მეთამაშეთ შინ თუ გარეთ, თან იმ ერთმა ტრამვამ სულ აურია ფორმები და სხვა გზა აღარ იყო.
თასზე უფრო მეტად ბ3-ზე მქონდა ყურადღება. ძირითად ეტაპზე მოხვედრის შანსი მაქ მემგონი და იქ ცუდი ფორმებით ვერ გავქაჩავდი.

From: zzip
This Post:
00
290159.36 in reply to 290159.35
Date: 02/15/2018 10:00:44
zzip
II.2
Overall Posts Rated:
00
თასზე გუნდის დაყენება ვერ მოვახერხე, დამაგვიანდა - ეშმაკმა უწყის, რას თამაშობენ :( მაინც არ მქონდა შანსი, მაგრამ ახლა ალბათ ძაან უხერხული ანგარიშით დასრულდება...

From: GEORGIA777

To: zzip
This Post:
00
290159.37 in reply to 290159.36
Date: 02/15/2018 12:27:33
Qartli Hawks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
00
angarishidan da shemadgenlobidan gamomdinare vfiqrob shansi gqonda, tumca warsuls vegar daabruneb, vecdebi shen magivrad avigo revanshi :))

From: Nicolas

To: zzip
This Post:
00
290159.38 in reply to 290159.36
Date: 02/16/2018 07:51:06
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
შანსი ალბათ კიარადა უეჭველი გექნებოდა, ოღონდ თუ მეტ ენთუზიაზმს ითამაშებდი შემადგენლობის დაყენების შემთხვევაშიც. თუმცა თუ ფინალი არაა ენთუზიაზმის გახარჯვის აზრს ვერ ვხედავ, რადგან ფინალში ძალიან დიდი უპირატესობა ექნებოდა ნებისმიერ მეტოქეს, რომელსაც ადვილი მეტოქე ჰყავდა შემორჩენილი. ბაზარი არაა, ერთით მეტ რაუნდს ითამაშებდი, თუმცა საბოლოო ჯამში თასის მოგება გამორიცხული გამოვა. ზუსტად მასე ქნა ნაგომარმა ორი სეზონის წინ, ზუსტად ამ ეტაპზე შევხვდით ერთმანეთს
http://digitalfieldtheory.com/match/98060102/boxscore.aspx
მოტსით გამოვიდა მსუქბუქის წინააღმდეგ და ოვერტაიმში მომიგო (თან მერე გაუმართლა და 1/2ფინალში კიდე ქვედალიგელი შეხვდა, რომელთანაც ენთუზიაზმიც კი დაზოგა, მაგრამ ფინალი უშანსოდ წააგო. ისევე როგორც უშანსოდ წააგებდა 1/2 ფინალს იმ მეორე ლიგელის გარდა ნებისმიერთან - იქნებოდა ეს დრაგონზი თუ იმერეთი).
ეხლაც იგივე მოხდებოდა შენ შემთხვევაში თუკი გამომაგდებდი. თუ ქუთაისის ჯაზი შეგვხდბოდა, კი ბატონო, დადებდი ალბათ ფინალს თუმცა იქ უკვე უშანსოდ იქნებოდი დრაგონზთან და ქართლთან. და ეს ორი თუ 1/2 ფიანლში შეგხვდებოდნენ ხომ მითუმეტეს, ორივე დაზოგილი ენთუზიაზმით იქნებოდა შენთან.
პრინციპში რაღა შორს მივდივართ, დაახლოებით ისეთი სცენარი იქნებოდა როგორც 37-ე სეზონში, სადაც მოტსით გამომაგდე მაშინაც ამ ეტაპზე და შემდეგ მჭედლოსთან უბრალოდ განადგურდი.
ასე რომ, თუ მხოლოდ შემდეგი რაუნდი იყო შენი მიზანი, ძალიან სუსტი გათვლა ყოფილა:) თუ არადა პრაგმატულობის მხრივ ერთადერთი რაზეც გული დამწყდებოდა შენს ადგილზე ნორმალით რომ გამოხვედი ეგ იქნებოდა:)

Message deleted
This Post:
00
290159.40 in reply to 290159.37
Date: 02/16/2018 08:11:38
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ჩემთან რევანში რომ აიღო მასეთ შემთხვევაში შენც დაახლოებით ის სცენარი გელის რაც ზემოთ აღვწერე:) დასვენებული დრაგონზი ფინალში საკმაოდ კარგი ფორმებით.
ჩემი აზრით თასზეც რომ ბბ3-ის პრინციპი გადმოიტანონ კარგი იქნებოდა. ანუ ყველა გადიოდეს ერთნაირი ძალისხმევით და ენთუზიაზმით, ან უკიდურეს შემთხვევაში 1/2 და ფინალი რადგანაც ნეიტრალურზე ტარდება აქ "მსუბუქად თამაში" კი არ ამოეგდოთ, არამედ ყველა გუნდი ამ ეტაპზე ერთნაირი ძალისხმევით ყოფილიყო თუ ენთუზაიაზმს არ ამოიღებდნენ. უფრო სამართლიანი ვარიანტი იქნებოდა, რადგან როცა ძლიერები ხვდებიან ერთმანეთს, მიდის დაჭმა და ამ დროს, გარდა იმისა რომ სუსტი მეტოქის ხარჯზე შემდეგ ეტაპზე გადიან სხვა გუნდები, ამას გარდა მათ ექმნებათ დიდი ჰანდიკაპი დაზოგილი ენთუზიაზმის და წუთების განაწილების მხრივაც. ამის მაგალითია ზუსტად ის რაც ზემოთ დავწერე, ორი სეზონის წინ ნაგომარის გზა ფინალამდე.
ამ სეოზნის 1/4 ფინალებში ოთხი პირველ ლიგელი ვიყავით და 4 მეორე ლიგელი. ზიპს რომ კუთაისი ან ვარიორზი შეხვედროდა დიდი შანსი იყო უმაღლესლიგური 1/2ფინალები ქვქონოდა თასზე. თან ყველა ისეთი გუნდები ვიყავით რომ ყველა იბრძოლებდა ფინალისთვის და თასისთვის.
თუმცა რაც არის არის, დავეჭიდოთ სამშაბათს ერთმანეთს

This Post:
00
290159.41 in reply to 290159.40
Date: 02/16/2018 12:21:17
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
საინტერესო წყვილები დამჯდარა
მეორე წყვილიდან წესით ყველაფერი გარკვეულია.
მავერიქსი-ჰავკსიდან სავარაუდოთ ორი ვარიანტი იქნება თუ ჰავქსი მთელი ძალით ითამაშებს სავარაუდოთ ფინალში გავა, მავერიქსმა ამ დროს ენთუზიაზმი უნდა დაზოგოს, ფინალში გასვლის შემთხვევაში შანსები დაახლოებით თანაბარი რომ იყოს.
მეორე ვარიანტში მავერიქსიც დახარჯავს ენთუზიაზმს და ფინალში გავა თუმცა იქ უკვე დრაგონსს ექნება უპირატესობა.
თუ არცერთი გუნდი არ დახარჯავს ენთუზიაზმს მაშინ დრაგონსი-მავერიქსია ფინალი. თანაბარ სიტუაციაში დღესდღეისობით მავერიქსს ვერავინ მოვუგებთ.

ჩახლართულად გამოდის

მე მაინც მგონია ჰავქსი ოლლ-ინზე წავა, სავარაუდოთ ჩემპიონტის ფლეიოფებში შანსი არ ექნება ფინალში გასასვლელად და თასზე გარისკავს.



From: zzip

This Post:
00
290159.42 in reply to 290159.38
Date: 02/17/2018 08:42:00
zzip
II.2
Overall Posts Rated:
00
შენი ანალიზი სწორია, მაგ გზით წასვლას აზრი არ ჰქონდა. არც მოტსს ვაპირებდი, ჩვეულებრივი შემადგენლობის დაყენება მინდოდა, რომ მომესწრო.

არ ვიცი, შენებმა რატომ ითამაშეს ასე მოშვებულად - მეგონა, 40 ქულას წავაგებდი მინიმუმ. რაც ჩემმა დაუყენებელმა შემადგენლობამ ჩაყარა, ძირითადი შემადგენლობა მაგაზე 20 ქულით მეტის ამღები ნამდვილად იყო - ენთუზიაზმის დაზოგვის შემთხვევაშიც კი.

37-ე სეზონს რაც შეეხება, მაშინ სხვა ამბავი იყო. ენთუზიაზმი მაინცდამაინც არ მჭირდებოდა - ჩემს ლიგას ისედაც ვიგებდი. თასის ამღები კი არც ისე და არც ასე არ ვიყავი. დამოტსვა და ყველაფრის დადება არც ლიგაში და არც თასზე არაფერს მაზარალებდა, სამაგიეროდ უმაღლესლიგელ ლიდერთან ერთი თამაშის მოულოდნელი მოგება ჩემს მაყურებლებს ძაანაც მოეწონებოდათ. ჰოდა ეგ იყო სულ - ერთი თამაშის ამბავი. ახლა სხვა სიტუაციაა.

From: Nicolas

To: zzip
This Post:
00
290159.43 in reply to 290159.42
Date: 02/19/2018 01:18:07
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ხო ქვედა ლიგელს მაგის ფუფუნება აქვს რომ ენთუზიაზმს არ მიაქციოს ხოლმე დიდი ყურადღება. მეც იგივე მიქნია ხოლმე როცა ქვემოთ ვიყავი:)
რაც შეეხება თასის თამაშში სხვაობას, ჩემმა 3ათასიანმა მოთამაშეებმა 10-16 წუთები ითამაშეს და სხვაობაც მაგიტომ გამოვიდა მასეთი. დაძაბულ და "ახლო" თამაშში მაგდენ დროს ვერ მიიღებდნენ.

This Post:
00
290159.44 in reply to 290159.41
Date: 02/19/2018 01:22:10
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ფორმის ვარჯიში არ გამომიყენებია მემგონი არასდროს და ეხლა მივეცი ბოლო კვირას 2 მოთამაშის გამო და ყველაზე ცუდი ფორმები მაინც მე დამიჯდა. დაჟე 9 ფორმაში რომ იყვნენ იმათაც დაუგდო ფორმები. მაგარი ვარჯიში დადეს მოკლედ რა..

Advertisement