BuzzerBeater Forums

Sakartvelo - I.1 > თასის გათამაშება (სეზონი 34)

თასის გათამაშება (სეზონი 34)

Set priority
Show messages by
This Post:
00
278084.10 in reply to 278084.8
Date: 04/05/2016 09:33:19
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
არადა ვფიქრობდი ფარქვეშ რომ ითამაშებდი მაგრამ მაინც ვერ გავრისკე 2-3

From: Nicolas

This Post:
00
278084.11 in reply to 278084.10
Date: 04/05/2016 09:51:25
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
დასრულდა პირველი პერიოდები.
Inside Man ძაან გაიჭრა წინ - 41:23. დიდი უპირატესობა აქვს პირველივე პერიოდის შემდეგ
ჩემი და იმერეთის შეხვედრა შედარებით დაძაბულია. 34-30 პირველი პერიოდის შემდეგ..ვნახთ სადამდე გაძლებენ ჩემები

From: Nicolas

This Post:
00
278084.12 in reply to 278084.11
Date: 04/05/2016 10:22:07
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
Inside Man-მა მოაგვარა მემგონი ფინალისტის ვინაობა, თან დაზოგილი ენთუზიაზმის ხარჯზე..75-52 ძალიან დიდი ფორაა
მეორე შეხვედრას რაც შეეხება ჯერჯერობით ვებრძვი იმერეთს და ტაიმის შემდეგ ფრეა 51:51..
დაცვაში კი კარგად დგანან ბიჭები მაგრამ მოხსნებში ვაგებთ ძალიან და მეტოქის მიერ მეორე ფაზიდან აღებული ქულების ხარჯზეა რო წინ ვერ წავედით, თორე შეტევაში % გაცილებით უკეთესი გვაქვს 22/41 (53,6%), ვიდრე იმერეთს 21/49(42,8%). ბურთიც შედარებით უკეთ მოძრაობს 15-13ზე პასები, მაგრამ აი მოხსნებია სადაც ვიჭედებით. სულ 17 მოხსნა გვაქვს და 2 მხოლოდ შეტევაში, მაშინ როცა იმერეთს 24 მოხსნა აქვს და აქედან 9 ჩვენს ფარზე + მაგას ვერცერთი გუნდის მიერ ვერ მოხსნილი ბურთებიც ფაქტიურად იმერეთს დარჩა ყველა..არადა 2-3 რო ამერჩია ცოტა მოხსნებსაც წაადგებოდა, თუმცა რა არის ეგ არის, დაველოდოთ მეორე ტაიმს..
---------
პ.ს. ისე პეტაროსი მაგრად მყავს ამოკეტილი, 1-11 აქვს ფგ, არადა კარგი მოგონებები არ გვაკავშირებს იტალიელთან..

This Post:
00
278084.13 in reply to 278084.10
Date: 04/05/2016 10:25:32
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
ჯერჯერობით 51-51 ნახევარი თამაში გავიდა.
საბოლოოდ მაინც მოიგებენ ჩემები, სხვა ვარიანტი ვერ გამოვა.
დაცვა კი უნდა გაგერისკა თუმცა ვიცოდი რომ არ დააყენებდი მაგ დაცვას. ეგ უფრო გამოცდილების ამბავია და ნელ-ნელა შენც დაალაგებ მაგ ტაქტიკებს.
ყოველთვის უნდა გათვალო სად უჭირს შენს გუნდს და იმის მიხედვით ითამაშო შენც. ანუ შენ როგორ მოუგებდი შენივე გუნდს. მაგას როგორც კი დაამუღამებ უკვე ყველასთან გექნება უპირატესობა. მერე არი კიდე პატარ პატარა ხრიკები იმათაც დროთა განმავლობაში ისწავლი.
ყველაზე ზედა საფეხურია სკილების ერთმანეთთან შეთავსება. ანუ თუ ძალიან დიდი ფული არა გაქ როგორ ეთამაშო ჩვეულებრივი კალათბურთელები ეგეთ გუნდებს. ეგ ჯერ წინაა და შენზეა დამოკიდებული როგორ და რას დააკვირდები.

მე თუ შემეძლება ყველას, ვეუბნები რას და როგორ მიაქციონ ყურადღება და შენც აუცილებლად გიპასუხებ.

This Post:
00
278084.14 in reply to 278084.13
Date: 04/05/2016 10:37:58
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ფაქტიურად ყველა ფაქტორი შენს მხარესაა რაც უპირატესობას გაძლევს. 1. ზოგადად უფრო ძლიერი როსტერი. 2. მეტი ენთუზიაზმი. 3. გამოცდილება. 4. ჩემს მიერ ვერ გარისკული ტაქტიკა და გამაზული ფოკუსი.
ჩემს შანსებს რაც შეეხება მოტსი უნდა მეთამაშა და სხვა ვარიანტი მანდ არ იყო, შესაბამისად მეტი ძალისხმევა მაქვს. გამოცნობილი მაქვს ასევე ტემპი. დაცვის გარისკვას რაც შეეხება ძაან დიდი რისკი იყო დაცვის დისბალანსის და არც 2-3 ზონა არის მთლად ფარქვეშ შეტევის რეცეპტი როგორც გლობალ ფორუმებზე ამბობენ. და ჩემი გუნდის სისუსტეს რაც შეეხება, ეგ სისუსტე ფარული რომ იყოს კი ბატონო, თუმცა ვინ ვინ და შენ მაგას არ გაატარებდი, შესაბამისად მანდაც დიდი რისკი იყო კონკრეტულად რაიმე რგოლზე დაყრდნობა და სხვა რგოლების მოშიშვლება, თუმცა შენნაირ გუნდთან რისკის გარეშე რომ ძნელია წარმატების მიღწევა ეგეც ვიცი:)

This Post:
00
278084.15 in reply to 278084.14
Date: 04/05/2016 10:48:36
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
რამდენჯერაც მეორე საჯარიმო ვერ ჩააგდე იმდენი შეტევაში მოხსნა და 2 ქულა გამოვიდა:(
71-80 ბოლო პერიოდის წინ..წინა მატჩის კვალი ეტყობა ჩემს გუნდს, რთული მეტოქე თან გასვლაზე..ენთუზიაზმი რომ მქონოდა კიდე შეიძლებოდა რამე..ტაიმის დაძაბვა მაქსიმუმი იყო..იმედია ბოლო წუთები მთლად ფორმალობა არ იქნება:)

From: Nicolas
This Post:
00
278084.16 in reply to 278084.15
Date: 04/05/2016 11:15:02
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
იმერეთს და ინსაიდ მენს გილოცავთ მოგებებს..3-4 წუთით ადრე 3 ქულამდე შევამცირეთ სხვაობა, ეგ იყო მაქსიმუმი რაც გამოვიდა, ბოლოს უკვე ფოლების ხარჯზე 10+ ქულით წავაგეთ..
წარმატებები ფინალში

This Post:
00
278084.17 in reply to 278084.11
Date: 04/08/2016 03:54:16
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
გილოცავ თასის მოგებას..მიუხედავად იმისა, რომ რგოლების საერთო რეიტინგით გაჯობა ინსაიდ მენმა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ფარქვეშ შეტევა ძალიან დომინანტურია თამაშში..ვითომ კარგ მსროლელებს უკეთ უნდა ესროლათ სამაინები და % უნდა გაუმჯობესებულიყო სამქულიანი დისტანციის შემცირების ხარჯზე, თუმცა ბალანსი პერიმეტრულ და ფარქვეშ შეტევას შორის მაინც საკმაოდ დარღვეულია ჩემი აზრით..
ნუ ეგ სხვა თემაა..ხოდა რადგან დასრულდა 34-ე სეზონის თასის გათამაშება, დახურეთ ეს თემა თუ როგორც არის, არვიცი..

Last edited by Nicolas at 04/08/2016 03:54:45

This Post:
00
278084.18 in reply to 278084.11
Date: 04/12/2016 02:32:42
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ეხლა ვუყურებ შენს სასტავს და მაგხელა უპირატესობა რომ გქონდა თასზე მოხსნებში ძალიან უცნაურია..განსაკუთრებით სასტარტოების შედარებისას, სადაც 9-ით მეტი მოხსნა გააკეთეს შენებმა და ამასთან 10-ით მეტი შეტევაში..შედარებისთვის, შენი და ჩემი სასტარტოების მოხსნების ტსფ ზუსტად თანაბარია - 46. პახოდუ პგ-სგ-ს მოხსნების ჯამი თანაბარია, და დანარჩენი სამი პოზიციისაც შესაბამისად თანაბარი..სხვაობა იყო სმოლზე და ცენტრზე. რამდენითაც მჯობნიდი ცენტრის მოხსნაში, იმდენით მე გჯობნიდი მსუბუქის მოხსნაში..თუმცა, შენი ცენტრის დასაცავად მე ძალისმიერი მყავდა მიჩენილი, რომელთანაც მოხსნებში კიდევ უფრო ნაკლები უპირატესობა ქონდა ჰალგასს..გასაგებია ცენტრის მოხსნები უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა არც ისეთი სხვაობებია რომ ზემოთაღნიშნული უპირატესობს გქონოდა..შეცვლებზე გქონდა უპირატესობა და იმათი სხვაობა ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, თუმცა სასტარტოების ცოტა ალოგიკური გამოდის.
ბურთის გათამაშების რეიტინგიც უცნაურად გამოიყურება. მინიმალური უპირატესობა გაქვს, მაშინ როცა სასტარტოების სკილების ჯამი აქაც აბსოლუტურად თანაბარია. პგ-სგ-ში დაჟე უპირატესობა მქონდა პასის ტსფ-ში და შეცვლებზეც ჩემი 2 მოამაშის პასის ტსფ 5სკილით მეტი იყო შენი ზამენის 3 კაცის ტსფ-ზე..
გასაგებია ბევრი სხვა ფაქტორები (მოთამაშეთა სკილების კომბო, ენთუზიაზმი, ფორმები და ა.შ) არსებობს და იმ პატარ-პატარა დეტალებით გამოდის ის რაც გამოდის, თუმცა რაც აშკარად ჩანს იმის ფონზე ცოტა სტრანნი ჩანს რაღაც მომენტები

Last edited by Nicolas at 04/12/2016 02:39:43

This Post:
00
278084.19 in reply to 278084.18
Date: 04/12/2016 11:00:55
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
ეს ალბათ ყველაზე სუსტი გუნდია რაც მყოლია. უმაღლესში პირველი სეზონი როცა მქონდა ალბათ იმ დონის გუნდია. თუმცა მაშინ სადღაც 300 000 ნაკლებს ვუხდიდი ხელფასებში. რაღაც პერიოდი აღარ ვაქცევდი გუნდს ყურადღებას და შემადგენლობა როცა დაბერდა ვინუჟდენი ვიყიდე ვინც შემხვდა. საბოლოოდ რაღაცეები კი მოიგო ამ გუნდმა თუმცა ძალიან სუსტი გუნდია.
ეხლა მინდა გადავახალისო შემადგენლობა და მართლა კარგი გუნდი ავაწყო.
ამ შემადგენლობით რა თმაშებსაც ვთამაშობ იმ მომავალი გუნდის 40 პროცენტი თუ იქნება დონით. ხელფასები იმ ახალ გუნდს ყფრო ნაკლები ექნება.
დროს უფრო ნალებად ვუთმობ ამ თამაშს და მაგიტომაც ნელ-ნელა უკან წამოვედი.
სკილებს და ხელფასებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ერთად როგორ ითამაშებენ. ჩემი ეხლანდელი გუნდიდან მაგას ვერ გავარკვევთ, ტიპიური დიდ ხელფასიანი და საშუალო სათამაშო დონის გუნდია. თუმვცა რაღაც-რაღაცეები მაინც აქ და მაგის გამოა ის პატარ პატარა უპირატესობები.

This Post:
00
278084.20 in reply to 278084.19
Date: 04/12/2016 11:11:50
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ფაქტია შარშან ჩემპიონობა და წელს უკვე თასი დადო ამ გუნდმა..ნუ შიდა დონეს ქაჩავს ჩვენი სისუსტეების ფონზე, თუმცა დალშე უკეთესი გუნდი გჭირდება აშკარად..ჩემპიონთა თასზე სხვა დონეზე უნდა გახვიდე