კი, კვიპროსთან წაგება მართლა უსიამოვნოა, თან ძალიან, გეთანხმები.
სერიოზულ დარტყმას ყველანაირად მოგვაყენებს, ანუ? მორალურად დაგვარტყამს, ფინანსურად? ყველანაირად რა, რეიტინგში დაგვწევს უკან, რომელიც რამდენიმე სეზონის უკან საერთოდ არ გვქონია და როცა ნაკრები არ ვითარდება რეიტინგში გინდ 1-ლი იყავი, გინდ ბოლო, გრძელვადიან პერიოდზე მაინც ვერ გათვლი გეგმებს. მქონდა მე მიზანი და შემართება მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელი და ვერ გამოვაცოცხლე ბაზერი.
ტაქტიკურად რაში დავმარცხდით, როცა ზუსტად ერთნაირი შეტევა/დაცვა გვქონდა ჩვენ და კვიპროსს. 3-2 ნელი დაცვაა რას ქვია? არ გამიგია დაცვასაც თუ ქონდა ტემპი. იმათ არ ქონდათ ნელი დაცვა? ერთი-ერთზე დაცვა ხელსაყრელია როცა კარგი მცველები გყავს.
არ ვცდილობ თავის გამართლებას არანაირად, კვიპროსთან რომ წააგებ, თავს ვერ იმართლებ. მაგრამ მაინც ვეცდები იმ მიზეზების პოვნას, რატომაც დავმარცხდით: ენთუზიაზმი, რომელიც წინა თამაშს შევწირე და არასწორად. კოსტავას ტრავმა 1-ლივე წუთზე (კოსტავას 47 ფარქვეშა უნარი აქვს, ჭოხონელიძეს - 40).
მაგრამ მხოლოდ მივესალმები იმას რომ თუნდაც ერთით მეტი კაცი დაინტერესდა ნაკრების შედეგით და გამოსავალზე დაიწყო ფიქრი... უფრო მეტნი რომ ვიყოთ უფრო სხვა დისკუსიები გვექნებოდა.
მართლა ვერ ვხვდები მენეჯერების უმრავლესობის მუღამს და სტრატეგიას ამ თამაშის, მაგრამ რას ვიზამ, თავს ზემოთ ძალა არაა...