BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > მონსტრების თაობა

მონსტრების თაობა

Set priority
Show messages by
This Post:
00
276412.93 in reply to 276412.92
Date: 4/1/2016 5:26:00 AM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
კი, კი, სწორად გახსოვს

1) ფარქვეშ შეტევა, სანამ ფარქვეშ ტყორცნა არ გახდება ბწრყინვალე (10).
2) ფარქვეშ დაცვა, სანამ ფარქვეშ დაცვა არ გახდება ბწრყინვალე (10).
3) მოხსნები, სანამ მოხსნა არ გახდება ბწრყინვალე (10).
4) ფარქვეშ შეტევა, სანამ ფარქვეშ ტყორცნა არ გახდება გრანდიოზული (13).
5) ფარქვეშ დაცვა, სანამ ფარქვეშ დაცვა არ გრანდიოზული (13).
6) მოხსნები, სანამ მოხსნა არ გახდება გრანდიოზული (13).
7) ფარქვეშ შეტევა, სანამ ფარქვეშ ტყორცნა არ გახდება ზღაპრული (15).

ლინკი ვარჯიშის პოსტზე: (276466.99)

ლინკი გეგმის პოსტზე მსუბუქი ფორვარდებისთვის და გამთამაშებლებისთვის : (276466.100)
ლინკი გეგმის პოსტზე მსროლელებისთვის, ძალისმიერ ფორვარდებისთვის და ცენტრებისთვის: (276466.101)

Last edited by TheGreatDanton at 4/1/2016 5:26:29 AM

This Post:
00
276412.94 in reply to 276412.93
Date: 4/1/2016 3:53:31 PM
Overall Posts Rated:
00
მადლობა არ დაზარებისთვის :)

This Post:
00
276412.95 in reply to 276412.94
Date: 4/4/2016 2:49:40 PM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს გამარჯვება არაფერია იმასთან შედარებით, რაც სამ სეზონში გველის. მოვუგეთ ჩვენზე ბევრად სუსტ უელსს. ნორმალურად თამაში ავირჩიე, არ გავრისკე ზედმეტად. შემდეგ თამაშსაც ნორმალით ვითამაშებთ ან მთელი ძალით, ვნახოთ ფორმები როგორ დაგვიჯდება, არც იმ თამაშში არ მინდა გარისკვა. მოვიგეთ უფროსების ხარჯზე, ჩვენმა მომავალმა მონსტრებმა ცუდად არ ითამაშეს, ჯერ-ჯერობით ამ ასაკში ნორმალური შედეგი აჩვენეს. იმედია ორ სეზონში უკვე უფროსების დამატებაც აღარ დაგვჭირდება

ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ რომ ვავარჯიშოთ და კვირა არ გავუცდინოთ ჩვენს ბიჭებს. სამ სეზონში უკვე დიდი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ!

აქვე აღვნიშნავ,

1) ვარჯიშში აირჩიეთ მხოლოდ ერთი პოზიცია, რათა ვარჯიშის ეფექტი მაქსიმალური იყოს.
2) სავარჯიშებელი მოთამაშე დააყენეთ შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 48 წუთით.
3) კარგი ფორმის (ძლიერი-უძლიერესი) "დასაჭერად" მოთამაშე ათამაშეთ 48-72 წუთების შუალედში. მაგალითად გოგიჩაიშვილი ძალიან კარგი მოთამაშე, კარგი უნარებით, მაგრამ ამ თამაშში ფორმის გამო არ დავაყენე. ანუ ერთ თამაშში სავარჯიშებელი მოთამაშე ათამაშეთ ვარჯიშის პოზიციაზე 48 წუთი და მეორე თამაშში შემცვლელად. კვირის სტატისტიკის გვერდიდან აკონტროლეთ მოთამაშის წუთები, კვირის სტატისტიკაში უნდა ჩანდეს მწვანედ მოთამაშის მიერ ნათამაშები წუთები. ფორმები უფრო მეტად მომდევნო სეზონებიდან დაგვჭირდება, თუმცა აქედანვე მივეჩვიოთ აჯობებს
4) გახსოვდეთ, არაფერი არ არის შეუძლებელი! მე მჯერა რომ საქართველო რამდენიმე სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და გახდება კიდეც ჯერ იუნორებში, ხოლო შემდეგ უფროს ასაკში!

This Post:
00
276412.96 in reply to 276412.95
Date: 4/4/2016 3:45:11 PM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
გილოცავ პირველ მოგებას ნაკრების მენეჯერის პოსტში და ჩვენს ახალგაზრულსაც ვულოცავ ციკლში პირველ მოგებას. შემდეგი თამაში ხომ ისედაც ბოლოა და გასარისკი რა გვაქვს? მიცვხოთ მოტსი და 2 მოგება უეჭველი გვექნება, ცოტა რეიტნგსაც წაგვახმარს. ნუ რაც არ უნდა იყოს და როგორც ეს პირველი სეზონია იმ მარათონში რაშიც ჩავებით და წარმატებები ყველა ვარიანტში..
უფროსებზეც ვიტყვი ბარემ აქ ორ სიტყვას, რადგან უმენეჯეროდაა გუნდი ფაქტიურად..მძიმე საყურებელია ესეთ მდგომარეობაში ნაკრების ყურება და შეიძ₾ება არჩევნებშიც ვცადო ბედი ამ ყველაფრის შემხედვარემ

This Post:
00
276412.97 in reply to 276412.96
Date: 4/4/2016 3:59:30 PM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
პირველ რიგში მადლობა მოლოცვისთვის ცოტა ცუდად გამომივა ალბათ, მაგრამ პირველი გამარჯვება არ ყოფილა, პირველი გამარჯვება ზუსტად 10 სეზონის წინ შვეიცარიის წინააღმდეგ მქონდა... (ქედმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ, მითუმეტეს წინა ჯერზე კარგი არაფერი მომიტანია ნაკრებისთვის )

გასარისკი ქულებია, რომელიც ამხანაგურებიდანაც შეიძლებოდა დაგვეგროვებინა, მაგრამ ისევ ახალგაზრდებს დავუბრუნდები ამხანაგურებში მაშინ და ქულების ამბავს დროებით გადავდებ ორი სეზონით, თან საკმაოდ ძლიერი გუნდი უნდა გვყავდეს ორ სეზონში იმედი მაქვს, და წესით ნებისმიერ მეტოქეს სათანადოდ უნდა ვეთამაშოთ ))))

რაც შეეხება ეროვნულს, კარგი იქნება თუ აქტიური მენეჯერი ჩაუდგება სათავეში, ფორუმი მაინც გააქტიურდება ცოტათი. წარმატებები არჩევნებში, ვნახოთ კიდევ ვინ მოინდომებს მონაწილეობას, იმედია გამოცდილ მენეჯერებს ცოტათი გული მოუბრუნდებათ ნაკრებებისკენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაზე რეალური (ერთადერთი) კანდიდატი ხარ ))))))

This Post:
00
276412.98 in reply to 276412.97
Date: 4/4/2016 4:36:14 PM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
არაფერი ცუდი არაა მაგაში, უბრალოდ მე რასაც ვთამაშობ (მე-10სეზონია ზუსტად) და რაც ნაკრების გამოსვლებს (პახოდუ შენს ასპარეზობებსაც:) ) ვუყურებ მაინდან გამომდინარე ვთქვი პირველადთქო :)
ხო, ეგ სპეციფიკა არვიცი კარგად, თუ ამხანაგურებიდანაც შეიძლება ქულების დაგროვება და იქაც ჩვეულებრივ მოქმედებს ენთუზიაზმი მაშინ უკვე დასაფიქრებელია..ნუ ამ ყველაფერს ჩემი აზარტული დამოკიდებულებიდან ვიძახი, რადგან ყველა (ნუ უმეტეს) თამაშში მაინც სულ მოგებაზე მეფიქრება, თუმცა დაგეგმვა და გამოთვლები ეგ უკვე შენი საქმეა და მანდ სრული კარტ ბლანში უნდა გქონდეს..რჩევები კარგია, თუმცა გადაწყვეტილების მიღება უკვე შენი საქმეა..
---------
ნაკრებს რაც შეეხება, ნუ ალბათ ყველა მენეჯერს უნდა ნაკრების გაწვრთნა, თუმცა პირველ რიგში ეგ პასუხისმგებლობის მატარებელ საქმედ უნდა მიიჩნიოს და არა პრივილეგიად..სწორედ მაგიტომაც ამდენი ხანია თავს ვიკავებ კანდიდატურის წამოყენებისგან (მიუხედავად იმისა რომ დამწყები ნამდვილად აღარ მეთქმის), მაგრამ ისეთი ჩამკვდარია აქაურობა რო რავი, იქნებ ცოტა გამოვაცოცხლოთ ფორუმიც, ნაკრებებიც და ქართული ბაზერიც..

Last edited by Nicolas at 4/4/2016 4:38:30 PM

This Post:
00
276412.99 in reply to 276412.98
Date: 4/5/2016 3:25:48 AM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
ხო არაუშავს კაცო, მადლობა ვნახოთ როგორ დაჯდება ფორმები იქითა თამაშის წინ, ენთუზიაზმით აშკარად ვჯობივართ, ჩერნოგორიამ მგონი მთელი ციკლი, ბოლო თამაშის (მსუბუქად) გარდა ნორმალით ითამაშა ყველა თამაში.

ჩვენ ყველა მსუბუქით ბოლოს გარდა, მაგრამ უპირატესობა მაინც გვექნება ენთუზიაზმში ბოლო თამაშის წინ.

ეროვნულ ნაკრებს აქტიური მენეჯერი ჭირდება ჯერ მაინც ადრეა არჩევნებზე საუბარი ალბათ...

This Post:
00
276412.100 in reply to 276412.99
Date: 4/5/2016 4:56:20 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
აქტიურობა მნიშვნელოვანია, რადგან თუ ჩართული არ ხარ და სხვებიც არ ჩართე ძნელია კარგ შედეგებს მიაღწიო..რა თქმა უნდა სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა ყოველ ორშაბათს რომ ბოტ ნაკრებს უყურებ ძალიან საწყენია..
ჩერნოგორიას რაც შეეხება ენთუზიაზმი იქით იყოს და როსტერიც არ ყავთ რაიმე განსაკუთრებული (თუ ისინიც შევსებას არ აპირებენ). იმ სასტავს რაც დღესდღეობით ყავთ წესით უნდა მოვუგოთ. ერთია შედარებით უკეთესი სკამი ყავთ, თუმცა სასტარტოებში ჩვენია უპირატესობა

This Post:
00
276412.101 in reply to 276412.100
Date: 4/5/2016 5:26:38 AM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
შევსებას არამგონია ელოდნენ. აშკარად ყველაზე ძლიერი მოთამაშეები ყავთ შეკრებილი. უელსთან შეკრებდნენ დამატება რომ შეძლებოდათ. დაახლოებით თანაბარი გუნდები არიან უელსი და ჩერნოგორია. ყველა შემთხვევაში მოვიგებთ.


This Post:
00
276412.102 in reply to 276412.101
Date: 4/5/2016 6:06:00 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
ხოდა თუ ეგ როსტერია რაც ყავთ მაშინ არ უნდა გაგვიჭირდეს..წარმატებები შესარჩევის ბოლო თამაშში

This Post:
00
276412.103 in reply to 276412.102
Date: 4/5/2016 9:06:06 AM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
მადლობა

Advertisement