BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩები

ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩები

Set priority
Show messages by
This Post:
00
280732.9 in reply to 280732.8
Date: 11/28/2016 11:36:40 AM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
კარგია მოგებები, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგურებია.

მთავარი მომავალ სეზონში მაინც ალბათ ფორმების დაჭერაა, თორემ სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდება ბრძოლა. საერთო ჯამში ცუდი გუნდი ნამდვილად არ გვყავს და რეიტინგში ჩემი აზრით უფრო წინაც უნდა ვიყოთ. ფორმები ასე კარგად რომ დამჯდარიყო შესარჩევში კარგი იქნებოდა )))) მეტი აქტიურობაა საჭირო მაინც ასე მიმაჩნია. რამდენიმე კაცს მხოლოდ არაფერი გამოუვა. თუნდაც 8-10 აქტიური მენეჯერი რომ გვყავდეს უფრო კარგი ნაკრები გვეყოლებოდა...

This Post:
00
280732.10 in reply to 280732.9
Date: 11/29/2016 12:30:42 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
ესეთი ფორმები რომ ოფიციალურებში გვქონდეს ხოლმე კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნებოდა. აქტიურობაზე გეთანხმები, მთელი ნაკრების კონტიგენტი უცხოელებთანაა. როცა ვინმე იყო ტრანსფერზე და ფული მქონდა ვყიდულობდი. ეხლაც ლილუაშვილია და 6 ლიმონი ადევს, თუ ვინმე იყიდის კარგია, თუარადა ვნახოთ..არადა ცოტა პასზე რომ წავარჯიშებულიყო (თან დაბალი აქვს და მალე მოიმატებდა) და ცოტა დაცვაზე ორი ძაან კაგი სფ გვეყოლებოდა. 8-10 აქტიური მენეჯერის პირობებში 5-6 ნაკრების კაციც რომ ყავდეს ამ მენეჯერებს სწორი განვითარების და კარგი ფორმების პირობებში ძალიან წაადგებოდა გუნდს..
რეიტინგებს რაც შეეხება მთავარია წინ მივიწევთ და ჩილეზე ამხელა გამარჯვების შემდეგ წესით კიდევ უნდა წავიწიოთ. თან 3 კალათით ავინაცვლებთ დიდი ალბათობით და ცოტა წილისყრაშიც თუ გაგვიმართლებს კარგი იქნებოდა..

From: Nicolas
This Post:
00
280732.11 in reply to 280732.10
Date: 12/6/2016 1:45:58 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ნაკრებმა. ამჯერად ზუსტად ჩვენს წინ მყოფი მეტოქე - არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრები დავამარცხეთ 40 ქულიანი სხვაობით - 124:84. იმედი მაქვს რეიტინგში წინსვლას განვაგრძობთ და ევროპის ჩემპიონატის წილისყრაშიც გაგვიმართლებს.

From: Nicolas
This Post:
00
280732.12 in reply to 280732.11
Date: 12/7/2016 1:28:21 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
დიდხნიანი პაუზის, კერძოდ კი შორეული - მე-17 სეზონის შემდეგ რეიტინგის ტოპ 50 გუნდს შორის ვართ. 49-ე პოზიციით ევროპის მასშტაბით 27-ე ადგილს ვიკავებთ. ორ სეზონში 81-ე ადგილიდან 49-ზე ავედით და +32 საფეხურით წავიწიეთ რეიტინგში. რაც შეეხება სარეიტინგო ქულებს, ამ მხრივ + 68,5 ქულით მეტი გვაქვს ვიდრე ორი სეზონის წინ. მაშინ ჩვენი ქულების რაოდენობა 107,2 იყო, ეხლა კი 175,9 გახლავთ. ველით ევრობასკეტის წილსყრას და იმედი მაქვს მეტოქეებში გაგვიმართლებს.

From: Nicolas
This Post:
00
280732.13 in reply to 280732.12
Date: 2/7/2017 9:55:04 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
მკვდარი ენთუზიაზმით (1) და ორი სტარტერის (კაკულიას ტრავმა და მოსეშვილის უფორმობა) გარეშე ამჯერად უკვე ინამუსა ძრავმა და "მოგვაგებინა" ირლანდიასთან. თუმცა ყველა სასტარტო 9 ფორმით გვყავდა და ალბათ მაგანაც გვიშველა და 68%-ით ვუტევდით მეტოქეს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. არადა წინა სეზონში, როცა პირველად წავაგეთ, ფარქვეშ ვუტევდთ (14შეტევა 10 დაცვის წინააღმდეგ) და მხოლოდ 45% გვქონდა მაჩვენებელი. იმედი მაქვს კუნძულელები კვლავ გადაგვეყრებიან ოფიციალურ მატჩებში..

From: Nicolas
This Post:
00
280732.14 in reply to 280732.13
Date: 2/10/2017 6:20:05 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
იმენა დაწყევლილი სავარჯიშო დღე იყო, ისეთი ფორმებია როსტერის დაყენებაც არ მოგინდება კაცს:( არადა შეგვეძლო ბერძნებთან გვებრძოლა კარგად..

This Post:
00
280732.15 in reply to 280732.14
Date: 2/10/2017 3:43:11 PM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
არაუშავს, არაუშავს, ამხანაგურები გინდ წაგიგია, გინდ მოგიგია, დიდი კოეფიციენტები არ აქვს, რასაც ვუყურებ. მთავარი ევროპის შესარჩევი ტურნირია მაინც (კოეფიციენტების მხრივ)... მოგება, თვალს უხარია უბრალოდ ))))

მთავარია ვარჯიში როგორ მიდის და 2-3 სეზონში თუ გვეყოლება ბრძოლისუნარიანი გუნდი, ეგაა საქმე...

This Post:
00
280732.16 in reply to 280732.15
Date: 2/13/2017 9:21:01 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
ამჟამად როსტერში გვყავს 17 მოთამაშე. აქედან 6 კაცი 30-32 წლისები არიან. სავარაუდოდ, თუ უკეთესები ვერ მოინახა მაგ კონტიგენტიდან პოტენციურად ყველა დარჩება ნაკრებში (თუმცა ვფიქრობ მუდმივად უფორმოების გაშვებას და საჭიროებიდან გამომდინარე აყვანას ნაკრებში თუ ფორმაში იქნებიან). ვარჯიშს რაც შეეხება ვსევოლოდოვა დავასკილაპე ასაკის მიუხედავად, დანარჩენები არავინ არ ვარჯიშობს. შემდეგ მოდის 28წლიანთა ოთხეული, საიდანაც ამისულაშვილი-შაშიაშვილი-გუჩაშვილი აღარ ვარჯიშობენ (ეს უკანასკნელი პოტენციალის მიღმაა გასული). ვარჯიშობს მხოლოდ ოდიშვილი, თუმცა ასაკიდან გამომდინარე ნელი ტემპებით. 27 წლიანებიც ოთხეულით არიან წარმოდგენილნი. გოგინაშვილი ტრანსფერზეა და ხედავთ რაც არის, ლილუაშვილი შიგადაშიგ იმატებს ხოლმე რაღაცას, თუმცა ისიც ძალიან ნელი ტემპებით, მოურავოვს არაფერი მოუმატია რაც ავიყვანე და კაკულია ყველასთან შედარებით კარგად ვარჯიშობს (ნუ ყოველ შემთხვევაში აქამდე ესე იყო და ბოლოს ტრავმამაც შეუშალა ხელი). ფიროსმანი აღარ ვარჯიშობს. ჯანელიძე ეხლა მოვიძიე და მივწერე ვარჯიშზე და გეგმაზეც, თუმცა მე ნახტომში ტყორცნას ვამჯობინებო და ნათამაშები პოზიციებიდან გამომდინარე ალბათ მაგას ავარჯიშებს. ბოლოს ყველაზე ახალგაზრდა ამ ეტაპზე ღონღაძე გვყავს, ეგ ადრე ჩანიშნული მყავდა და მოუმატია ცოტა რაღაცეები. მივწერე მაგის მენეჯერსაც თუმცა არ უპასუხია:( არადა თუ ცოტა ისე განვითარდება როგორც ვისურვებდით, პგ-ზე ცოტა ამოვისუნთქებდით, თან ისე რომ ძალიან კარგი შემცვლელი იქნებოდა, ან სულაც სასტარტო და გუჩაშვილის მსროლელზე გადაყვანის ვარიანტიც გვექნებოდა..
დიდი ინტერესით ველოდები ახალგაზრდულის 21 წლიანებს და შემდეგ თაობასაც. იმედი მაქვს ისინი მაინც გააგრძელებან ვარჯიშს გვიანობამდე.
მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ვარჯიშის მხრივ წინსვლა გვექნება და რაც არანაკლებ მთავრია ფორმების მხრივაც გვექნება ხელშეწყობა, მაშინ შეიძლება რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლაზე გვეფიქრა. სანუგეშო ტურნირზე ალბათ პლეიოფების პრობლემა არ უნდა გვქონდეს, თუმცა პო-ში შორს წასვლა ხსენებულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.

Last edited by Nicolas at 2/13/2017 9:37:11 AM

From: Nicolas
This Post:
00
280732.17 in reply to 280732.16
Date: 2/14/2017 1:12:41 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
მიუხედავად კატასტროფული ფორმებისა, მოვახერხეთ და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დავამარცხეთ რეიტინგში ჩვენზე კარგად წინ მყოფი საბერძნეთის ნაკრები. გაგავიმართლა, რომ ამ შემთხვევაში არც მეტოქე იყო სახარბიელო ფორმაში და შესაბამისად თანაბარ პირობებში ვიყავით. მთავარი უპირატესობა ფარზე მოვიპოვეთ მოსეშვილი/ლესნიკოვის 42 მოხსნის ხარჯზე (აქედან 13 შეტევაში) და საჯარიმოების კარგი % დაგვეხმარა წარმატების მიღწევაში.