BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > მონსტრების თაობა

მონსტრების თაობა

Set priority
Show messages by
This Post:
00
276412.65 in reply to 276412.64
Date: 2/29/2016 12:40:07 PM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
ვარჯიშის შესახებ პოსტი იხილეთ აქ: (276466.99)

პირველი თამაში გამართა ჩვენმა გუნდმა, ალბათ არ გაგიკვირდებათ და წავაგეთ... მაგრამ სწორედ ამ თამაშიდან დაიწყება ჩვენი მონსტრების ჩამოყალიბება. ვერავინ იტყვის ამ დროისათვის ჩვენ რომ საუკეთესო ხუთეული გამოგვეყვანა მოედანზე როგორ დასრულდებოდა მატჩი, მაგრამ ეს არაა მთავარი და ცალკე სალაპარაკოა, რომც გაგვემარჯვა ამ თამაშში მომავალში რამდენად წაგვადგებოდა... გამარჯვებები მოვა, როდესაც ეს საჭირო იქნება და როდესაც დავიმსახურებთ. დამსახურებაში ვგულისხმობ ჩვენი, მენეჯერების თავდადებას და მონდომებას რომ ეს ბიჭები ვავარჯიშოთ, ბოლომდე, მთელი მონდომებით, სწორად, სწრაფად, ეფექტიანად და ეფექტურად. სამი სეზონი საკმაოდ მალე გავა და გავოცდებით, გაგვიხარდება და ვიამაყებთ ჩვენი მოთამაშეებით. დამიჯერეთ ეს სულაც არ არის წარმოუდგენელი, მთავარია სწორი ვარჯიში და მონდომება!!!

რომ შევაჯამოთ პირველი კვირა: სულ გუნდს ქონდა 8 სკილაპი, რაც სახარბიელო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, როდესაც გუნდში 13 მოთამაშეა... და აქედან ხუთს სკილაპი საერთოდ არ ქონია!! (ძირითად უნარებში. თუმცა სამწუხაროდ ერთ-ერთი მოთამაშე პირველივე წუთზე გაიტრავმა მატჩისას, ხოლო ერთს გამძლეობაში ქონდა სკილაპი, მენეჯერმა მითხრა რომ რამდენიმე კვირაში გადავა მოთამაშის გეგმის მიხედვით ვარჯიშზე)... სკილაპი რომ არ ქონია, განსაკუთრებით გული მწყდება რამიშვილზე (39031030), რადგან მისგან ძალიან კარგი მოთამაშე გამოვა...

იმედია ეს გამოსწორდება. ჩვენ მხოლოდ ის გვევალება, რომ მოთამაშეებს სწორი ვარჯიში მივცეთ და თამაშის დროს შესაბამის პოზიციაზე ვავარჯიშოთ... იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ კვირაში გაცილებით მეტი სკილაპი გვექნება და ვარჯიშს გულიანად და გულისყურით მივუდგებით!

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ თუკი ვარჯიშის გეგმას არ დაიცავთ და არ შეეცდებით რომ ხელი შეუწყოთ ჩვენი ნაკრებების განვითარებას, იძულებული ვიქნები, მომავალ სეზონში რამდენიმე მოთამაშე საერთოდ არ ავიყვანო, რაც დამერწმუნეთ, არც მე მინდა და არც თქვენ. ასე ორივე მხარე წაგებული დავრჩებით... მოინდომეთ მეგობრებო, იაქტიურეთ, ნუთუ არ გინდათ რომ ჩვენმა პატარა ქვეყანამ ტიტულებისთვის იბრძოლოს!!!

პ.ს. თუ არ აპირებთ მოთამაშეების ვარჯიშს, ძალიან გთხოვთ, არ გააფუჭოთ მოთამაშეები, გაყიდეთ! ასე ორივე მხარე მოგებული დარჩება...

This Post:
00
276412.66 in reply to 276412.65
Date: 2/29/2016 12:48:36 PM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
(39031003)

ეს მოთამაშე იყიდება, როგორც ჩანს მენეჯერს არ სურს მისი ვარჯიში. მსურველი ხომ არ არის არავინ?

This Post:
00
276412.67 in reply to 276412.65
Date: 3/1/2016 2:14:37 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
შედეგები დაიკიდე..იქიდან გამომდინარე, რომ სხვა გეგმაზე ვართ გადასული მთავარია ის გამოვიდეს ისე როგორც გვინდა..უბრალოდ მთლად 0-ზე თუ არ დავასრულებთ კარგი იქნება..1-2თამაშისთვის მაინც შევკრიბავდი მე მოსაგებ შემადგენლობას, მაინც ვერ ვისვენებ ხოლმე წინასწარ გამზადებულ წაგებებზე:)

This Post:
00
276412.68 in reply to 276412.67
Date: 3/1/2016 5:20:52 AM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
ვნახოთ როგორ წავა ჩერნოგორიის და უელსის ამბები, აიყვანენ თუ არა უფრო ძლიერ მოთამაშეებს ნაკრებში. ახლა რომ ვუყურებ შეგვეძლება მაგათთან მოგება და ვნახოთ თუ გამოგვივა, აუცილებლად ავიყვან ამ ორ გუნდთან რამდენიმე წამყვან მოთამაშეს...

This Post:
00
276412.69 in reply to 276412.68
Date: 3/1/2016 11:32:11 AM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
(39031477)

ნახტომში ტყორცნა: სათანადო
ტყორცნის დიაპაზონი: ნორმალური
პერიმეტრული დაცვა: საშინელი
ბურთის ტარება: საშინელი
დრიბლინგი: კატასტროფული
პასი: საშუალო
ფარქვეშ ტყორცნა: ძლიერი
ფარქვეშ დაცვა: სათანადო
მოხსნა: ნორმალური
ბლოკი: საშუალო
გამძლეობა: საშუალო
საჯარიმო ტყორცნა: საშინელი

გოგიჩაიშვილის გაყიდვა უნდა მენეჯერს. არავინ ხართ მსურველები? 21 წლის ასაკში მონსტრი იქნება, არ უნდა გავაფუჭოთ. მე სამწუხაროდ პერიმეტრის მოთამაშეებს ვავარჯიშებ და ვერ ავიყვან ამ სეზონში ფარქვეშა უნარების განვითარება სჭირდება... ვისაც გაქვთ 2.5 მილიონი დაახლოებით, გამომეხმაურეთ აუცილებლად, უმჯობესი იქნება თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ გავუშვებთ.

This Post:
00
276412.70 in reply to 276412.69
Date: 3/1/2016 5:04:47 PM
Overall Posts Rated:
00
მე მაქვს 2300000 მაგრამ ვიგაც მყავს დაბიდული დიდი ალბათობით გადაბიდავენ და ვიყიდიდი მაგას და პერტაიასთან ერთად ვავარჯიშებდი. როგორც კი გადამიბიდავენ დავწერ აქ. 2500000 ბევრია მგონი ისე

Last edited by joyholic at 3/1/2016 5:08:24 PM

This Post:
00
276412.71 in reply to 276412.70
Date: 3/2/2016 1:40:30 AM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
იმედია გადაგიბიდავენ )))) საწყის ფასად იმედია 1.8 მილიონს დაადებს, შემდეგ უკვე სიტუაცია გვიჩვენებს... 2.5 მილიონი არვიცი ძველი ფასებით კი, ძაან ძვირია, მაგრამ ახლა ისეა გაგიჟებული ხალხი რომ არ ვიცი )))) 18 წლის მოთამაშეში, მიქაელიანში 4 მილიონი გადაიხადეს და...

This Post:
00
276412.72 in reply to 276412.71
Date: 3/2/2016 4:16:26 AM
Overall Posts Rated:
00
გადამიბიდეს უკვე და მაქვს 2400000 მდე მზად ვარ ვიყიდო რამდენს დაადებს ეხლა საწყის ფასს ვნახოთ

This Post:
00
276412.73 in reply to 276412.72
Date: 3/2/2016 5:09:28 AM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
მივწერე ახლა და დაატრანსფერებს ალბათ მალე... ეცადე დედლაინისთვის საიტზე იყო, რომ ბოლო წამებში ვინმემ არ გადაბიდოს..

This Post:
00
276412.74 in reply to 276412.73
Date: 3/2/2016 7:49:36 AM
Overall Posts Rated:
00
როცა დადებს გამაგებინე, შემთხვევით არ გადამავიწყდეს

This Post:
00
276412.75 in reply to 276412.73
Date: 3/4/2016 2:32:33 AM
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე ბბ-ებს, ძირითადად სხვა რამეებზე მაგრამ ფასებიც ვკითხე და 1 500 000-ზე მეტად ვინც იყიდება პატარა ასაკის გინდაც ძალიან მაგარი პოტენციალის და სავარჯიშო მაინც ხვდება ჩვენ შესამოწმებელ პროგრამაშიო. მითუმეტეს ქვეყნის შიგნით თუ ხდება ტრანსფერი.
ასე რომ ფრთხილად იყავით რომელიმე გუნდს თუ რამე ქონდა მანამდე ან 2 გუნდი და რამე თუნდაც 1000 იანი ტრანსფერები საეჭვოდ ერთიდაიგივე გუნდთან ეგრევე აგდებს და შეიძლება ორივე დაბლოკონ.
თუ არც ისე მაგარი სავარჯიშოა ის უფრო პატარა თანხაზეც მოწმდებაო.

Advertisement