BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩები

ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩები

Set priority
Show messages by
From: Nicolas
This Post:
00
280732.5 in reply to 280732.3
Date: 11/15/2016 6:11:10 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
გუშინ ნაკრებმა განაახლა ამხანაგურების თამაში და სახლში უმასინძლა შვედეთის ნაკრებს. სკანდინავიელები რეიტნგში ჩვენზე 12 ადგილით წინ არიან და 46-ე პოზიციას იკავებენ. აქედან გამომდინარე, მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და საბოლოოდ ჩვენივე გამარჯვებით დასრულდა 111-101. ჩავაგდეთ ბოლო პერიოდი, რატომღაც ძალიან გაგვიჭირდა და 20 ქულიანი უპირატესობა 2 ქულამდეც კი დაგვიყვანა მეტოქემ, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში შევძელით შეტევაში ყოჩაღობა და საბოლოოდ 10 ქულიანი სხვაობით მოვიგეთ.

From: Nicolas
This Post:
00
280732.6 in reply to 280732.5
Date: 11/22/2016 12:37:21 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
გუშინ ჩვენმა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ზოგადად მეტოქეთა შერჩევისას ვცდილობ ჩვენზე წინ მდგომი ნაკრებები შევარჩიო, რომლებთანაც მეტ ნაკლებად გვექნება მოგების შანსი. ამასთან სასურველია თუ მეტოქე ევროპის ზონიდან გვეყოლება ხოლმე, თუმცა ბოლო მატჩის შერჩევისას, რამოდენიმე გუნდმა დუარი გვითხრა, ზოგის თანხმობაც გაიწელა და საბოლოოდ სომხებთან თამაში დაინიშნა.
მოგეხსენებათ სეზონის პირველი შეხვედრა სწორედ მათთან გვქონდა ამხანაგურ ფორმატში და მოულოდნელად 141-149 წავაგეთ. შესაბამისად, რევანშის წყურვილი მკლავდა რასაც ქვია და მემგონი სრულფასოვნად ავიღეთ კიდეც ეს რევანში პრინციპულ მეტოქესთან. 118-85 და 33 ქულიანი სხვაობა. გუჩაშვილის 9 ფორმა, რომელიც მთელი სეზონი სანატრელი გვქონდა ამხანაგურებში აჩვენებს თავის ძალას. იმედი მაქვს მომავალი სეზონიდან (თუ რა თქმა უნდა ისევ დავრჩი ნაკრების მენეჯერად) ოფიციალურ მატჩებშიც იგივე გაგრძელდება. გიგამ დააწიოკა გუშინ მეტოქე და მონსტრი %-ით 43 ქულა ჩაუგდო. დანარჩენმა გუნდმა დაბალანსებულად დააგროვა ქულები და 10-მა მოთამაშემ, ანუ ვინც კი გამოვიდა მოედანზე ყველამ ჩაიწერა თავის ანგარიშზე ქულა. ამასთან, გაგვეტრავმა 9 ფორმაში მყოფი ერთადერთი მძიმე მოთამაშე, თუმცა მიუხედავად მაგისა არ შეგვქმნია პრობლემები. არადა, მე-3 პერიოდში 2 ქულამდეც კი მოგვიახლოვდნენ, თუმცა ეგ იყო და ეგ. საკმაოდ ცუდი ფორმების ფონზე, საბოლოო ჯამში დამაჯერებლად და კარგი ჰანდიკაპით მოვიგეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენჩმა 47 ქულა დააგროვა.

აქვე ვულოცავ ახალგაზრდულის ნაკრებსაც საკმაოდ მნიშვნელოვან გამარჯვებას სერბეთის გუნდთან. კარგია როდესაც ერთ დღეს ორივე ნაკრები გამარჯვებებს აღწევს.

Last edited by Nicolas at 11/22/2016 12:39:08 AM

From: Nicolas
This Post:
00
280732.7 in reply to 280732.6
Date: 11/25/2016 1:02:29 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
კვლავ წინსვლა გვაქვს რეიტინგში და ამჯერად უკვე 54-ე ადგილს ვიკავებთ. აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით ეს 30-ე პოზიციაა, რაც იმას ნიშნავს რომ თუ სეზონის სტარტისთვის შევინარჩუნებთ (თუ გავაუმჯობესებთ ხომ კიდევ უკეთესი) ამ ადგილს მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის ვიქნებით უკვე მე-5 კალათაში განთესილები, რაც სერიოზული წინსვლა იქნება და ერთ სეზონში ერთბაშად სამი კალათით დაწინაურებას ნიშნავს.
- - - - - - - - - -
რაც შეეხება ჩვენს მომავალ მეტოქეს, ეს გახლავთ ჩილეს ეროვნული ნაკრები, რომელიც რეიტინგის 19-ე პოზიციას იკავებს ამ მომენტისთვის. იმედია ფორმები წინა ტურივით არ გვიმტყუნებს და მეტი აღარავინ გაგვეტრავმება, რათა საბრძოლო შემადგენლობა გვყავდეს ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ

From: Nicolas
This Post:
00
280732.8 in reply to 280732.7
Date: 11/28/2016 10:20:46 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
დასრულდა ტაიმები და ორივე ეროვნული, დიდებიც და პატარებიც დამაჯერებლად ამარცხებენ რეიტინგის ტოპ გუნდებს. შესვენებისას დიდები 31(!!) ქულას უგებენ რეიტინგის მე-19 ნომერს - ჩილეს ნაკრებს, ხოლო პატარები - 21 (!!) ქულას რეიტინგის მე-6 ადგილოსან საბერძნეთს. მშვენიერი შედეგებია, ვერაფერს იტყვი. ეროვნული ნაკრების შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ სამატჩო განაცხადში მყოფი 11 მოთამაშიდან 8 უძლიერეს ფორმაში შეხვდა მიმდინარე შეხვედრას, ხოლო 3 - ძლიერი ფორმით. ამასთან, ფაქტიურად ყველა მათგანი სასტარტო და ძირითადი რეზერვები არიან, რაც აიოლებს შედეგის მიღწევას. მომავალშიც, თუ მსგავსი უპირატესობები გვექნება ჩვენს მეტოქეებთან, თუნდაც ჩვენზე ძლიერთან, როგორც მინიმუმ უბრძოლველად არაფერს დავთმობთ.
- - - - - -
პირველი ტაიმის სტატისტიკიდან
12-34 ფგ ჩილეს, 35% ხოლო ჩვენების შეტევა 33/52 და შესაბამისად 63%. ამასთან, 6 (!!) მხოლოდ 6 მოხსნა მთელ ტაიმში მეტოქეს და არცერთი მოხსნა შეტევაში. ჩვენებზე ითქმის the guys are on fire

Last edited by Nicolas at 11/28/2016 10:32:52 AM

This Post:
00
280732.9 in reply to 280732.8
Date: 11/28/2016 11:36:40 AM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
კარგია მოგებები, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგურებია.

მთავარი მომავალ სეზონში მაინც ალბათ ფორმების დაჭერაა, თორემ სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდება ბრძოლა. საერთო ჯამში ცუდი გუნდი ნამდვილად არ გვყავს და რეიტინგში ჩემი აზრით უფრო წინაც უნდა ვიყოთ. ფორმები ასე კარგად რომ დამჯდარიყო შესარჩევში კარგი იქნებოდა )))) მეტი აქტიურობაა საჭირო მაინც ასე მიმაჩნია. რამდენიმე კაცს მხოლოდ არაფერი გამოუვა. თუნდაც 8-10 აქტიური მენეჯერი რომ გვყავდეს უფრო კარგი ნაკრები გვეყოლებოდა...

This Post:
00
280732.10 in reply to 280732.9
Date: 11/29/2016 12:30:42 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
ესეთი ფორმები რომ ოფიციალურებში გვქონდეს ხოლმე კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნებოდა. აქტიურობაზე გეთანხმები, მთელი ნაკრების კონტიგენტი უცხოელებთანაა. როცა ვინმე იყო ტრანსფერზე და ფული მქონდა ვყიდულობდი. ეხლაც ლილუაშვილია და 6 ლიმონი ადევს, თუ ვინმე იყიდის კარგია, თუარადა ვნახოთ..არადა ცოტა პასზე რომ წავარჯიშებულიყო (თან დაბალი აქვს და მალე მოიმატებდა) და ცოტა დაცვაზე ორი ძაან კაგი სფ გვეყოლებოდა. 8-10 აქტიური მენეჯერის პირობებში 5-6 ნაკრების კაციც რომ ყავდეს ამ მენეჯერებს სწორი განვითარების და კარგი ფორმების პირობებში ძალიან წაადგებოდა გუნდს..
რეიტინგებს რაც შეეხება მთავარია წინ მივიწევთ და ჩილეზე ამხელა გამარჯვების შემდეგ წესით კიდევ უნდა წავიწიოთ. თან 3 კალათით ავინაცვლებთ დიდი ალბათობით და ცოტა წილისყრაშიც თუ გაგვიმართლებს კარგი იქნებოდა..

From: Nicolas
This Post:
00
280732.11 in reply to 280732.10
Date: 12/6/2016 1:45:58 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ნაკრებმა. ამჯერად ზუსტად ჩვენს წინ მყოფი მეტოქე - არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრები დავამარცხეთ 40 ქულიანი სხვაობით - 124:84. იმედი მაქვს რეიტინგში წინსვლას განვაგრძობთ და ევროპის ჩემპიონატის წილისყრაშიც გაგვიმართლებს.

From: Nicolas
This Post:
00
280732.12 in reply to 280732.11
Date: 12/7/2016 1:28:21 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
დიდხნიანი პაუზის, კერძოდ კი შორეული - მე-17 სეზონის შემდეგ რეიტინგის ტოპ 50 გუნდს შორის ვართ. 49-ე პოზიციით ევროპის მასშტაბით 27-ე ადგილს ვიკავებთ. ორ სეზონში 81-ე ადგილიდან 49-ზე ავედით და +32 საფეხურით წავიწიეთ რეიტინგში. რაც შეეხება სარეიტინგო ქულებს, ამ მხრივ + 68,5 ქულით მეტი გვაქვს ვიდრე ორი სეზონის წინ. მაშინ ჩვენი ქულების რაოდენობა 107,2 იყო, ეხლა კი 175,9 გახლავთ. ველით ევრობასკეტის წილსყრას და იმედი მაქვს მეტოქეებში გაგვიმართლებს.

From: Nicolas
This Post:
00
280732.13 in reply to 280732.12
Date: 2/7/2017 9:55:04 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
მკვდარი ენთუზიაზმით (1) და ორი სტარტერის (კაკულიას ტრავმა და მოსეშვილის უფორმობა) გარეშე ამჯერად უკვე ინამუსა ძრავმა და "მოგვაგებინა" ირლანდიასთან. თუმცა ყველა სასტარტო 9 ფორმით გვყავდა და ალბათ მაგანაც გვიშველა და 68%-ით ვუტევდით მეტოქეს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. არადა წინა სეზონში, როცა პირველად წავაგეთ, ფარქვეშ ვუტევდთ (14შეტევა 10 დაცვის წინააღმდეგ) და მხოლოდ 45% გვქონდა მაჩვენებელი. იმედი მაქვს კუნძულელები კვლავ გადაგვეყრებიან ოფიციალურ მატჩებში..

From: Nicolas
This Post:
00
280732.14 in reply to 280732.13
Date: 2/10/2017 6:20:05 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
იმენა დაწყევლილი სავარჯიშო დღე იყო, ისეთი ფორმებია როსტერის დაყენებაც არ მოგინდება კაცს:( არადა შეგვეძლო ბერძნებთან გვებრძოლა კარგად..

This Post:
00
280732.15 in reply to 280732.14
Date: 2/10/2017 3:43:11 PM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
არაუშავს, არაუშავს, ამხანაგურები გინდ წაგიგია, გინდ მოგიგია, დიდი კოეფიციენტები არ აქვს, რასაც ვუყურებ. მთავარი ევროპის შესარჩევი ტურნირია მაინც (კოეფიციენტების მხრივ)... მოგება, თვალს უხარია უბრალოდ ))))

მთავარია ვარჯიში როგორ მიდის და 2-3 სეზონში თუ გვეყოლება ბრძოლისუნარიანი გუნდი, ეგაა საქმე...

Advertisement