მოკლედ ეს ჩეხეთი მეორე ირლანდია გახდა რა..ნუ რეიტინგები ფაქტიურად აბსოლუტურად თანაბარი დაჯდა, თუმცა ძალიან მაღალი დაცვები დადო ჩეხეთმა. იდეაში არც ჩვენ გვქონდა ცუდი დაცვა, ვერცერთმა შეტევამ ვერ გვაჯობა, პირიქით, თუმცა სახლის ფაქტორმა ალბათ მაინც იქონია გავლენა. ერთადერთი ისაა გასაკვირი, რომ გაქცევე-ტყორცნამ, მაშინ როცა მთავარი და საუკეთესო ფორმაში მყოფი მსროლელი თავიდანვე დაემტვრათ, მაინც უკეთესი % დადო ვიდრე ჩვენმა ფარქვეშ შეტევამ. ეგრევე დიდების შარშანდელი პლეიოფი გამახსენდა ბოსნიასთან, სადაც მაშინ კიდე უფრო გასაკვირი რეიტინგების ფონზე საოცრად ცუდი %-ით ვესროლეთ.
მოკლედ ძალიან თანაბარი გუნდები გამოვდექით. გული არ გაიტეხო, მოტსით გასვლის შემთხვევაშიც კი სერბეთთან უშანსოდ ვიქნებოდით, ასე რომ აბსოლუტურად სწორედ იყო ენთუზიაზმი შერჩეული. რაც შეეხება მომავალ სეზონებს რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია, თუმცა ,ჩემს აზრს დავაფიქსირებ უბრალოდ, რომ უმჯობესი იქნება დარჩე და გააგრძელო ეს საქმე.