არაუშავს, ესეთი ნაკრები რომ შედგა საერთოდ ეგ პირველ რიგში შენი დამსახურებაა. ჩემი აზრით უნდა იყარო კიდევ კენჭი და გააგრძელო ეს საქმე. სამწუხაროდ დასანანი შეცდომის გამო გვიჯდება ჯგუფში ჩარჩენად ის ერთი წაგებული მატჩი, თუმცა არაუშავს, გამოცდილების მხრივ გამოგვადგება სამომავლოს ნაკრების მენეჯერებს და არა მარტო შენ. შედეგს რაც შეეხება, ჯარიმები არის ფაქტორი ფაქტია. ერთი გამაზეს მხოლოდ იმათ და 15 ჩვენ, ანუ იდეაში +14 უნდა გვქონოდა მაგ ასპექტშიც. მეორე ფაქტორი იყო იმათი 3ქულიანები, რაც თითქმის 40%-ით ისროლეს..23-დან 9 ბევრია, თუმცა რეიტინგები რომ ავიღოთ არაა გასაკვირი, ვერ ვაჯობეთ საკმარისად იმათ პერიმეტრის შეტევას. იტალიასთან მატჩის გამოკლებით (სადაც გასაგებია რატომაც გვქონდა დაბალი პერიმეტრის დაცვის რეიტინგი) ესეთი დაბალი მაჩვენებელი, თან მეტი ძალისხმევის ფონზე არ გვქონია. და კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზე რაც შეიძლება ყოფილიყო ჩემი პირადი აზრით არის ის, რომ 11 კაციანი როსტერი ბევრია ისეთი თამაშისთვის სადაც გვინდა დიდი სხვაობა. ალბათ უმჯობესი იქნებოდა 8 მაქსიმუმ 9 კაციანი როტაცია, 9 საუკეთესო და ოპტიმალური მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტად გამოგვადგებოდა ამ კონკრეტული მატჩისთვის. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და რამდენად ვარ ახლოს სიმართლესთან არვიცი.
მოკლედ გულს ნუ გაიტეხ და განაგრძე საქმიანობა.