მალე დაიწყება ახალგაზრდულისთვის 35-ე სეზონი. ჯერ-ჯერობით მეტოქეები არ ვიცით...
ამ სეზონში მიზანი არის რეიტინგის 50-ეულში შესვლა და მე-6 კალათაში გადანაცვლება. დიდი იმედი მაქვს რომ ეს გამოგვივა კიდეც, თუ მეტოქეებშიც გაგვიმართლა... მთავარია ვარჯიში არ შევწყვიტოთ.
იმ მოთამაშეების მენეჯერების საყურადღებოდ, რომლებიც წინა სეზონში იყვნენ ნაკრებში და ახლა არ არიან: ამ სეზონში მათი არ აყვანა არ ნიშნავს, რომ ისინი მომავალ ორ სეზონში არ იქნებიან ნაკრებში, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ავარჯიშეთ, მიყევით გეგმას. კითხვების შემთხვევაში დაწერეთ ფორუმზე ან მომწერეთ, ნუ მოგერიდებათ! :)
წარმატებულ სეზონს გისურვებთ :)