მაშ ასე, შევაჯამოთ 35-ე სეზონის ამხანაგური მატჩები. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა გამართა 5 ამხანაგური მატჩი. სამწუხაროდ, ჩემი ინტერნეტთან წვდომის არარსებობის გამო, 1 ამხანაგურის კვირა ჩავაგდეთ. ნათამაშები 5 მატჩიდან 2 მოვიგეთ და სამში დავმარცხდით. ვცდილობდი სულ ისეთი მეტოქეები შემერჩია, რომლებიც ევროპის ზონიდან არიან და რეიტინგში ჩვენთან ახლოს ტრიალებენ. წაგებულ მატჩებში, რეიტინგების მიხედვით რუმინეთთან უფრო დაბალ რეიტინგებს ვდებდით, თუმცა ყველაზე მეტად მათთან შეიძლებოდა მოგება, პირველ მატჩში სასტაროს 2 მოთამაშე 6-6 ფოლით გავუგდეთ, ხოლო მეორეში, როდესაც მოსეშვილი 9 ფორმაში გვყავდა და მეორე ტაიმში წინაც გავედით უკვე მოსეშვილი გაგვივარდა 6 ფოლით და ის შეხვედრაც დავთმეთ. ავსტრიასთან 20 ქულიანი სხვაობით კი წავაგეთ, თუმცა რეიტინგების მიხედვით არ უნდა ყოფილიყო მსგავსი blowout თამაში.
რაც შეეხება მოგებებს, მოვუგეთ ლუქსემბურგის და უელსის ნაკრებებს შესაბამისად 14 და 9 ქულის სხვაობებით. ორივე მატჩში ფაქტიურად სულ წინ ვიყავით (უელსთან კი დაიძაბა ბოლოსკენ, თუმცა მაინც ჩვენი კარნახით მიდიოდა მატჩი) და ლოგიკურ გამარჯვებებს მივაღწიეთ.