წელს ფავორიტი ივერია მგონია, რამდენიმე სეზონი ემზადებოდა ამ გათამაშებისთვის,
იმედია, ფინანსური მარაგი ეყოფა და მიაღწევს წარმატებას.
დასავლეთის სახელფასო ჭერის საშუალო, გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენი,
პირველ სამეულს 350+ აქვს ხელფასი, მე 200 მქონდა, 351–იანი ვეღარ შევინახე ტყუილად, უშედეგოდ ვფლანგავდი ფულს. დანარჩენს კი 164–ს ქვევით აქვთ, ალბათ, ამან განაპირობა ჩემი მე–4 პოზიცია, თუმცა, ახლა დავატრანსფერე მთელი გუნდი და 3–4 კაცი თუ დამრჩება. ვერ გადავწყვიტე როგორ ვითამაშო, 250–ზე მეტს ვერ გადავიხდი ხელფასებს, რამდენიმე სჯობს თუ ორი კაცი 100+ებით. ახლა მეხუთე პოზიცია დამაკმაყოფილებს და ვიყიდი ვინმეს, რომ მაქსიმუმ 4 თამაში მოვიგე კიდევ.
რაც შეეხება დრაფტს, მიუხედავად იმისა, რომ ბაზერში ჩართვის დღიდან ამ ლიგაში ვარ და 5–6 პოზიციას ვიკავებ თითქმის სტაბილურად, თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ ერთ პლეიოფს, ვერაფერი ხეირი ვნახე დრაფტში, შარშანდელ სეზონში სკაუტინგი საკმაოდ გავზარდე,მქონდა მაქსიმუმი ქულა, მაგრამ ერთადერთი სუპერვარსკვლავი ძლივს შემხვდა.