BuzzerBeater Forums

Sakartvelo - II.2 > II.2 ლიგის ფორუმი

II.2 ლიგის ფორუმი

Set priority
Show messages by
This Post:
00
258319.24 in reply to 258319.21
Date: 03/04/2015 01:12:45
Overall Posts Rated:
11
მეც ავიტაცებ თემას. ჩვენი კონფერენცია მართლა საგრძნობლად ძლიერია, დასავლეთთან შედარებით, ზუსტად ამიტომ, ახლა იძულებული ვარ გუნდი გავაძლიერო, რომ ფლეი ოფის ზონაში შემოვიდე:) პერიმეტრი მაქვს საშინელ დღეში და მოხსნები:) ვინოს ცენტრებთან ალბათ ჯამში მინუს 30 რიბაუნდი მექნება:) დასავლეთში არ დამჭირდებოდა გაძლიერება უპრობლემოდ მოვხვდებოდი ფლეი ოფში.

This Post:
00
258319.25 in reply to 258319.24
Date: 03/04/2015 03:05:42
ჩვენ ვართ დასავლეთი ))) ამ სეზონში გუნდი რომც გავაძლიერო ასე მგონია მაინც ვერ მოვიგებ კონფერენციას. ძალიან დიდი ფულის დახარჯვა არ მინდა... როგორ ვთქვა, მაგრამ მოსეშვილი აშკარად ტვირთად მაწევს მაგ მხრივ...

This Post:
00
258319.26 in reply to 258319.25
Date: 03/04/2015 03:46:48
Overall Posts Rated:
11
:)))) ხო შემეშალა, ჩვენ დასავლეთი ვყოფილვართ:) გაცილებით ძლიერი გუნდები აქეთ ვართ, ხო ფაქტია. ეტყობა მოსეშვილი გასაყიდად გენანება,თორე კაი შემოსავალს მოგიტანდა, ხელფასსაც დაზოგავდი და რამდენიმე კაცზე გაანაწილებდი:) შენ ადრე მგონი ფორუმ.გე-ზეც იყავი არა?

From: Dr.Web
This Post:
00
258319.27 in reply to 258319.21
Date: 03/04/2015 04:57:16
Overall Posts Rated:
00
სამწუხაროდ, სიმართლეა აღმოსავლეთის სისუსტე, თორემ მე ახლა მე–4 პოზიციაზე რა მესაქმება.

ვერა და ვერ მოვუყარე ნორმალურ გუნდს თავი, ყველანაირი სახელფასო ჭერით ვცადე კარგი შედეგის დადება, მაგრამ მაინც არაფერი გამოდის. ჩემი სატრანსფერო პოლიტიკა არის შოკი, 27 მილიონის ტრანსფერი მაქვს და დღემდე ვერ ავიყვანე ვინმე, ვინც სტაბილურად კარგ შედეგსა და რეიტინგს დადებდა.

From: QWertWQ
This Post:
00
258319.28 in reply to 258319.27
Date: 03/04/2015 05:24:30
Overall Posts Rated:
00
საერთო ჯამში დასავლეთი უფრო ძლიერი კონფერენციაა, მაგრამ ტოპ გუნდებს შორის არაა იმხელა სხვაობა
ფინალები საკმაოდ დაძაბული იქნება ალბათ

This Post:
00
258319.29 in reply to 258319.27
Date: 03/04/2015 14:36:52
რამდენიმე სეზონი გაიჭირვე )))) ახალგაზრდები აიყვანე და ავარჯიშე ის სკილები რაც შენ გჭირდება. და მერე დაიმატე. მარტო ტრანსფერებით ძნელია ეკონომიკის სტაბილურად შენარჩუნება...

WOMP, კი ფორუმზეც ვიყავი და ხანდახან შევდივარ ხოლმე. მენანება მოსეშვილი ეგ ერთი, მერე მეორეც კიდე რამდენად გავყიდი შენ რა გგონია? ))) ადრე ვცადე და 600 ათასად გავყიდე, მეტად ვერა. მერე მილიონად დავიბრუნე ))) კიდე ვუმატებ ეხლა მოხსნას, ნაკრებსაც დაეხმარება და პახოდუ სხვებსაც ცოტ-ცოტას ვავარჯიშებ )))

This Post:
00
258319.30 in reply to 258319.29
Date: 03/05/2015 07:13:23
Overall Posts Rated:
00
წელს დაველოდები დრაფტს, იმედია, ვინმე ნორმალური შემხვდება.

რამდენიმე ახალგაზრდის ვარჯიშსა და სქილის მატებას როგორ არეგულირებთ, თუ სხვადასხვა პოზიციის მოთამაშეები არიან

This Post:
00
258319.31 in reply to 258319.30
Date: 03/06/2015 11:29:00
თუ სხვადასხვა პოზიციაა ვერ ვარეგულირებ )))) ცენტრს და მსროლელს/გამთამაშებელს ერთდროულად ვერ ავარჯიშებ ბუნებრივია მაგრამ შეგიძლია ვთქვათ თუ მსროლელის ვარჯიში გინდა და ცენტრი "გენანება" რომ უვარჯიშებელი დატოვო, ცენტრი გადააქციე ძალისმიერად, ეგ მოსულა... მაგ. ნახტომში ტყორცნა ორივეს წაადგება, მსროლელის ძირითადი სკილია და ძალისმიერის მეორადი. ან ცენტრს თუ ავარჯიშებ, გამთამაშებელი მსუბუქად გადააქციო და მსგავსი რა.

დრაფტის იმედი ვაფშე არ მაქვს მე, შარშან მარტო ვიყავი ლიგაში (III) აქტიური გუნდი, ძალიან ბევრი ქულა (ფული) დავახარჯე დრაფტს და წესიერი მაინც არავინ მომიყვანა სუფთა ლატარიაა რა )) მოსეშვილი თავის დროზე სრულიად შემთხვევით მომივიდა, ქულები საერთოდ არ მქონდა დახარჯული... რას გაუგებ დრაფტს )))) დრაფტის მერე თუ ნორმალურ ფასში დაითრევ სავარჯიშოს კარგია...

This Post:
00
258319.32 in reply to 258319.25
Date: 03/06/2015 14:48:39
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ვაა, კარგია აქტიურობა..ესე გავაგრძელოთ:) მაგ მოსეშვილს რაც შეეხება მემგონი თავისი ხელფასიდან გამომდინარე ძვირად გყავდა ტრანსფერზე..ქართველობის ამბავში ვიყიდიდი მაგრამ ამ მომენტში მაგის ფუფუნება არ მაქვს..
კონფერენციებს რაც შეეხება, გეთანხმებით, ზოგადად ვესტი შედარებით ძლიერია ვიდრე ისტი..თუმცა ფაქტია თასზე არანაკლებ ცუდი შედეგები გაქვთ..2 გუნდით თქვენ ხართ წარმოდგენილი ამ ეტაპზე და ერთით ჩვენ..ზოგადად სასტავის როტაციას მივმართავ მთელი რიგი მიზეზების გამო და მაგიტომ შეიძლება ითქვას რეგულარულში მთლად სტაბილურად ვერ გამომყავს გუნდი..რა თქმა უნდა ეგ იქიდანაც გამომდინარეობს, რომ შედარებით ნაკლები კონკურენციაა ჩვენსკენ, თორე მომიწევდა სხვანაირი ტაქტიკის არჩევა..ამ პირობებშ კი ჩემი მიზანი კონფერენციაში პირველი ადგილით გასვლაა, რასაც ალბათ მივაღწევ კიდეც..რომ არა შარშანდელი პატარა უიღბლობა და ალბათ ტაქტიკური შეცდომაც წესით ეხლა უფრო ძლიერი გუნდი უნდა მყავდეს, თუმცა მომიწია ფორსმაჟორული ტრანსფერები და ცოტა უკან დავიწიე..
--------------
ხო, დრაფტს რაც შეეხება კი, ალბათობა მეტია როცა კარგ სკაუტინგს გაწევ მაგრამ მაინც გამართლებაზეა..საერთოდ უქულო სეზონშi, სადაც არაფერი დამიხარჯია სკაუტინგში, უბრალოდ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადავაადგილე ფიქები და მეორე რაუნდშ კაი 19 წლის სავარჯიშო ბიჭი ამომივიდა..უკვე 300კ-ს აჩვენებს შედარებებშ მაგრამ მინიმუმ 700-800 წავა უპრობლემოდ, თუმცა ვარჯიშის მუღამიდან და მისი ქართველობიდან გამომდინარე არ ვაპირებ ჯერჯერობით დატრანსფერებას, უკვე 5 სკილაპი მივეცი..
(თუმცა მთავარი სავარჯიშო კაცი ასე 3თუ 4 სეზონის წინ სწორედ კარგი სკაუტინგის შედეგად ამომივიდა..)
--------------
ისიც სწორი ითქვა, რომ პლეიოფებში უკვე ტოპ 4 გუნდები გაცილებით თანაბარი სიძლიერის ვიქნებით..საინტერესო პო გველის წინ..
წარმატებები ბიჭებს..იქამდე კი ოლ სტარიც მოგვიახლოვდა..

This Post:
00
258319.33 in reply to 258319.32
Date: 03/06/2015 16:41:01
ქართველს ალბათ არც მივყიდდი მოსეშვილს ))) არ მინდა სხვა ქართულ გუნდში ვნახო ))) გადავიფიქრე მაგის გაყიდვა, უაზრობაა... ადრე მინდოდა, ახლა უფრო არა.

თასზე სავარაუდოდ მომავალ ტურში მარტო ერთი გუნდი დარჩება ჩვენი ლიგიდან და შენ იქნები, მეტოქეში გაგიმართლა

ოლსტარს რაც შეეხება, საინტერესო თამაში იქნება, სავარაუდოდ მანდაც დასავლეთი მოიგებს )))

Last edited by TheGreatDanton at 03/06/2015 16:41:23

From: Dr.Web
This Post:
00
258319.34 in reply to 258319.33
Date: 03/06/2015 17:14:35
Overall Posts Rated:
00
წელს ფავორიტი ივერია მგონია, რამდენიმე სეზონი ემზადებოდა ამ გათამაშებისთვის,
იმედია, ფინანსური მარაგი ეყოფა და მიაღწევს წარმატებას.

დასავლეთის სახელფასო ჭერის საშუალო, გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენი,
პირველ სამეულს 350+ აქვს ხელფასი, მე 200 მქონდა, 351–იანი ვეღარ შევინახე ტყუილად, უშედეგოდ ვფლანგავდი ფულს. დანარჩენს კი 164–ს ქვევით აქვთ, ალბათ, ამან განაპირობა ჩემი მე–4 პოზიცია, თუმცა, ახლა დავატრანსფერე მთელი გუნდი და 3–4 კაცი თუ დამრჩება. ვერ გადავწყვიტე როგორ ვითამაშო, 250–ზე მეტს ვერ გადავიხდი ხელფასებს, რამდენიმე სჯობს თუ ორი კაცი 100+ებით. ახლა მეხუთე პოზიცია დამაკმაყოფილებს და ვიყიდი ვინმეს, რომ მაქსიმუმ 4 თამაში მოვიგე კიდევ.

რაც შეეხება დრაფტს, მიუხედავად იმისა, რომ ბაზერში ჩართვის დღიდან ამ ლიგაში ვარ და 5–6 პოზიციას ვიკავებ თითქმის სტაბილურად, თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ ერთ პლეიოფს, ვერაფერი ხეირი ვნახე დრაფტში, შარშანდელ სეზონში სკაუტინგი საკმაოდ გავზარდე,მქონდა მაქსიმუმი ქულა, მაგრამ ერთადერთი სუპერვარსკვლავი ძლივს შემხვდა.

Advertisement