მიუხედავად კატასტროფული ფორმებისა, მოვახერხეთ და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დავამარცხეთ რეიტინგში ჩვენზე კარგად წინ მყოფი საბერძნეთის ნაკრები. გაგავიმართლა, რომ ამ შემთხვევაში არც მეტოქე იყო სახარბიელო ფორმაში და შესაბამისად თანაბარ პირობებში ვიყავით. მთავარი უპირატესობა ფარზე მოვიპოვეთ მოსეშვილი/ლესნიკოვის 42 მოხსნის ხარჯზე (აქედან 13 შეტევაში) და საჯარიმოების კარგი % დაგვეხმარა წარმატების მიღწევაში.