BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩები

ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩები

Set priority
Show messages by
This Post:
00
280732.15 in reply to 280732.14
Date: 2/10/2017 3:43:11 PM
General Maximus Decimus Meridius
II.1
Overall Posts Rated:
3535
Second Team:
The Ludus Magnus
არაუშავს, არაუშავს, ამხანაგურები გინდ წაგიგია, გინდ მოგიგია, დიდი კოეფიციენტები არ აქვს, რასაც ვუყურებ. მთავარი ევროპის შესარჩევი ტურნირია მაინც (კოეფიციენტების მხრივ)... მოგება, თვალს უხარია უბრალოდ ))))

მთავარია ვარჯიში როგორ მიდის და 2-3 სეზონში თუ გვეყოლება ბრძოლისუნარიანი გუნდი, ეგაა საქმე...

This Post:
00
280732.16 in reply to 280732.15
Date: 2/13/2017 9:21:01 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
ამჟამად როსტერში გვყავს 17 მოთამაშე. აქედან 6 კაცი 30-32 წლისები არიან. სავარაუდოდ, თუ უკეთესები ვერ მოინახა მაგ კონტიგენტიდან პოტენციურად ყველა დარჩება ნაკრებში (თუმცა ვფიქრობ მუდმივად უფორმოების გაშვებას და საჭიროებიდან გამომდინარე აყვანას ნაკრებში თუ ფორმაში იქნებიან). ვარჯიშს რაც შეეხება ვსევოლოდოვა დავასკილაპე ასაკის მიუხედავად, დანარჩენები არავინ არ ვარჯიშობს. შემდეგ მოდის 28წლიანთა ოთხეული, საიდანაც ამისულაშვილი-შაშიაშვილი-გუჩაშვილი აღარ ვარჯიშობენ (ეს უკანასკნელი პოტენციალის მიღმაა გასული). ვარჯიშობს მხოლოდ ოდიშვილი, თუმცა ასაკიდან გამომდინარე ნელი ტემპებით. 27 წლიანებიც ოთხეულით არიან წარმოდგენილნი. გოგინაშვილი ტრანსფერზეა და ხედავთ რაც არის, ლილუაშვილი შიგადაშიგ იმატებს ხოლმე რაღაცას, თუმცა ისიც ძალიან ნელი ტემპებით, მოურავოვს არაფერი მოუმატია რაც ავიყვანე და კაკულია ყველასთან შედარებით კარგად ვარჯიშობს (ნუ ყოველ შემთხვევაში აქამდე ესე იყო და ბოლოს ტრავმამაც შეუშალა ხელი). ფიროსმანი აღარ ვარჯიშობს. ჯანელიძე ეხლა მოვიძიე და მივწერე ვარჯიშზე და გეგმაზეც, თუმცა მე ნახტომში ტყორცნას ვამჯობინებო და ნათამაშები პოზიციებიდან გამომდინარე ალბათ მაგას ავარჯიშებს. ბოლოს ყველაზე ახალგაზრდა ამ ეტაპზე ღონღაძე გვყავს, ეგ ადრე ჩანიშნული მყავდა და მოუმატია ცოტა რაღაცეები. მივწერე მაგის მენეჯერსაც თუმცა არ უპასუხია:( არადა თუ ცოტა ისე განვითარდება როგორც ვისურვებდით, პგ-ზე ცოტა ამოვისუნთქებდით, თან ისე რომ ძალიან კარგი შემცვლელი იქნებოდა, ან სულაც სასტარტო და გუჩაშვილის მსროლელზე გადაყვანის ვარიანტიც გვექნებოდა..
დიდი ინტერესით ველოდები ახალგაზრდულის 21 წლიანებს და შემდეგ თაობასაც. იმედი მაქვს ისინი მაინც გააგრძელებან ვარჯიშს გვიანობამდე.
მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ვარჯიშის მხრივ წინსვლა გვექნება და რაც არანაკლებ მთავრია ფორმების მხრივაც გვექნება ხელშეწყობა, მაშინ შეიძლება რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლაზე გვეფიქრა. სანუგეშო ტურნირზე ალბათ პლეიოფების პრობლემა არ უნდა გვქონდეს, თუმცა პო-ში შორს წასვლა ხსენებულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.

Last edited by Nicolas at 2/13/2017 9:37:11 AM

From: Nicolas
This Post:
00
280732.17 in reply to 280732.16
Date: 2/14/2017 1:12:41 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6868
მიუხედავად კატასტროფული ფორმებისა, მოვახერხეთ და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დავამარცხეთ რეიტინგში ჩვენზე კარგად წინ მყოფი საბერძნეთის ნაკრები. გაგავიმართლა, რომ ამ შემთხვევაში არც მეტოქე იყო სახარბიელო ფორმაში და შესაბამისად თანაბარ პირობებში ვიყავით. მთავარი უპირატესობა ფარზე მოვიპოვეთ მოსეშვილი/ლესნიკოვის 42 მოხსნის ხარჯზე (აქედან 13 შეტევაში) და საჯარიმოების კარგი % დაგვეხმარა წარმატების მიღწევაში.