BuzzerBeater Forums

Sakartvelo - I.1 > სეზონი #39

სეზონი #39

Set priority
Show messages by
From: Nicolas
This Post:
00
287666.32 in reply to 287666.31
Date: 09/19/2017 11:17:25
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ეს რა მაიმუნობა საჯარიმოს გამაზვები იყო, ყველა ორი სროლიდან თითო ჩავაგდე და რუსთავმა სამივე შეტევაში მგონი სამიანი ჩააგდო. საბოლოოდ -3, შეტევა და გათანანბრების შანსი მიეცა 18 წამით ადრე რუსთავს და ორი აცილებული სამიანის შემდეგ ორივეჯერ მოხსნეს შეტევაში და მესამე სამიანიც ესროლეს, თუმცა უშედეგოდ და საბოლოო ჯამში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება წამოვიღეთ მეტოქის მოედნიდა. მთელი თამაში უკენ ვიყავით, თუმცა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ძალიან მძიმე თამაში მოიგეს. (11აცილებული საჯარიმო ძალიან ბევრი იყო). გუჩაშვილმა იფრინა, თუმცა ყველას კონტრიბუცია იყო მაინც, ყველა შვიდივე მოთამაშემ მოხსნის და პასის გარეშე არ დატოვა მოედანი.

Last edited by Nicolas at 09/19/2017 11:18:09

From: Nicolas
This Post:
00
287666.33 in reply to 287666.32
Date: 09/21/2017 10:33:56
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ისე რა რეიტინგებიც ამ და წინა წლის სეზონის ფინალებში იდება რავი, ძალიან მაღალი დონის თამაშებია..გადავხედე ეხლა სხვა ტოპ ქვეყნის ჩემპებს და იშვიათად რო მსგავსი ნახო..ძალიან დაძაბული პლეიოფებია ამ ბოლო დროს უმაღლესში..განსაკუთრებით ფინალები

From: BEQA

This Post:
11
287666.34 in reply to 287666.33
Date: 09/23/2017 11:19:37
RUSTAVIS DINAMO
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
11
agar meyo dixania gilocav gamarjvebas daimsaxure

From: Nicolas

To: BEQA
This Post:
00
287666.35 in reply to 287666.34
Date: 09/25/2017 02:45:18
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
მადლობა. კარგი ფინალი გამოვიდა. გუჩაშვილის ტრავმა მეორე პერიოდში, ოდიშვილის 6 ფოლო საკმაოდ მალე და ფატიურად 2 საუკეთესო მოთამაშის გარეშე დავრჩი შეხვედრის დიდი ნაწილი, თუმცა ბიჭებმა მაგრად იომეს. თან პირველი პერიოდი -13 ქულით დავამთავრე და მეორეში გუჩაშვილიც რო დავკარგე ცოტა სანერვიულო გახდა, თუმცა ალექსიძემ აიღო ლიდერობა და სუპერ მატჩი მისცა. 37 ქულა, 14 მოხსნა 3 პასი და ლამის 70% ფგ. ამხელა სხვაობას საბოლოოდ არ ველოდი, მითუმეტეს პირველი პერიოდის შემდეგ, მაგრამ ვერ გამოცნობილი შეტევა, არასწორი ზონა და ამ ტაქტიკურმა შეცდომებმა უფრო დაგწია უკან.
საბოლოო ჯამში რევანში შედგა, თანაც სრულფასოვანი და მეორედან ამოსვლის შემდეგ, ზედიზედ 3 ფინალი ვითამაშეთ, საიდანაც უკვე 2ჯერ დაგვრჩა ჩემპიონობა.
მთლიანად საინტერესო სეზონი გამოვიდა და წარმატებები ყველას ახალ სეზონში

From: Nicolas
This Post:
00
287666.36 in reply to 287666.35
Date: 09/25/2017 05:12:28
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ისე ჩემი გუნდის მთავარი წარმატების მიზანი დაბალანსებული როსტერია. ფინალების სტატისტიკას რომ გადავავლოთ თვალი ძალიან დაბალანსებულად გადანაწილდა ყველაფერი მოთამაშეებზე. (7კაციანი სერიოზული როტაცია მყავდა)
ქულები:
გუჩაშვილი - 32
ალექსიძე - 24
რობლესი - 15
ვსევოლოდოვი - 14
ზოიძე -12
ოდიშვილი - 11
ბოლინგი - 7

მოხსნები:
ალექსიძე - 12
რობლესი - 11
ოდიშვილი - 10
ბოლინგი - 6
ვსევოლოდოვი - 6
ზოიძე - 4
გუჩაშვილი - 2

პასები:
გუჩაშვილი - 7
ზოიძე - 6
ვსევოლოდოვი - 6
ალექსიძე - 5
რობლესი - 2
ბოლინგი - 2
ოდიშვილი - 2

ფინალების მვპ ალბათ მაინც გუჩაშვილია, რომელმაც პირადად მოიგო პირველი თამაში გასვლაზე. თუმცა არანაკლები წვლილი ჰქონდა ალექსიძესაც როგორც პირველ, ისე მეორე თამაშში, რომელშიც იმენა ლიდერობა იკისრა თავიდან ბოლომდე. ოდნავ პოტენციალი რომ ჰქონოდა მეტი ალექსიძეს, ძალიან ტოპ მოთამაშეს დავაყენებდი. ცოტა დაცვები ვერ აქვს სათანადოდ, თორემ შეტევაში 3-4-5 ნომერზე ძალიან სერიოზული ძალაა.

- - - - -
ყველაზე მთავარი მუღამი ამ წარმატების დროს ალბათ მაინც ის არის რომ მთელი ეს გუნდი ძირითადში ქართველების ლიდერობით არის და ფაქტიურად მთლიანად ჩემი შექმნილია. ერთადერთი რობლესი დავიმატე ბოლოს, ყველა დანარჩენი ჩემი ნავარჯიშევი და გამოძერწილია. (ნუ გუჩაშვილი როდესაც ვიყიდე უკვე ლიმიტს იქით იყო ნავარჯიშები). ვსევოლოდოვი და ალექსიძე აკადემიიდან მომყვებიან, ზოიძეც მე დავაყენე ვარჯიშის გზაზე, ოდიშვილს რაც ჰქონდა ასაკით დარჩენილი სავარჯიშო, წავუმატე თითო მნიშვნელოვანი სკილი, ორი სეზონია ბოლინგსაც კარგად ვავარჯიშებ.
მოკლედ გელით მომავალ სეზონში:)


Last edited by Nicolas at 09/25/2017 05:13:46

This Post:
00
287666.37 in reply to 287666.36
Date: 09/29/2017 16:00:54
Overall Posts Rated:
00
გაუმარჯოს ბიჭებო U21 მწვრთნელლობას არავინ აპირებთ??

This Post:
00
287666.38 in reply to 287666.37
Date: 10/02/2017 01:25:01
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
მე დიდების მენეჯერი ვარ ამჟამად, სხვების არვიცი, იმედია გიპასუხებს ვინმე

This Post:
00
287666.39 in reply to 287666.38
Date: 10/03/2017 04:40:08
Overall Posts Rated:
11
gamarjoba

This Post:
00
287666.40 in reply to 287666.39
Date: 10/03/2017 05:04:12
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ხოო, მაშინ ცოტა გაჭირდება საქმე. სამწუხაროდ მე გამომეპარა არჩევნებისს ამბავი და არ მიმიღია მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში.
ეგრევე ნაკრების მენეჯერობა მეორე სეზონშივე მემგონი ნამეტანი პასუხისმგებლობაა. სწავლით კი ისწავლი, არაა პრობლემა, უბრალოდ ნაკრების შედეგები რამდენად შეეწერიება ამ სწავლის პროცესს ეგ იქნება საკითხავი.
პირველ რიგში ჩემი რჩევა იქნება რომ სახელმძღვანელო წაიკითხო და თუ ენის პრობლემა არ გაქვს მეტნაკლებად, გაეცნო ფორუმებს (გლობალურს), ბევრი თემებია ტაქტიკებზე, სკილებზე, ვარჯიშებზე და ა.შ. ასევე კარგი იქნება თუ დაეკონტაქტები შენი ნაკრების წევრი მოთამაშეების მენეჯერებს და საქმის კურსში იქნები მოთამაშეთა ვარჯიშსა და მათ განვითარებაზე, ოღონდ ეს რჩევები და გეგმები შენგან უნდა მიდიოდეს მენეჯერებთან და გამოცდილებიდან გამომდინარე რამდენად იქნება ეგ შესაძლებელი არვიცი.
თუმცა, ჩემი აზრით მთავარია მოტივაცია და ენთუზიაზმი. თუ ეს ორი რამ გექნება და ამას დაუმატებ შესაბამის დროს, რათა მიიღო ცოდნა ამ თამაშზე, გამოცდილებაც ნელნელა მოვა. კარგა ხანია ვთამაშობ ამ თამაშს და ყოველ ჯერზე ახალს სწავლობ, როგორც მინიმუმ გამოცდილების ამბავში მაინც. მოკლედ იყავი აქტიური, გადახედე რაც შეიძლება ბევრ რაღაცეებს და თუ რამეა დაწერე ხოლმე ფორუმზე, ვეცდები(თ) დაგეხმაროთ ხოლმე.
აბა წარმატებები