BuzzerBeater Forums

Sakartvelo - I.1 > სეზონი #38

სეზონი #38

Set priority
Show messages by
From: Nicolas
This Post:
00
285619.1
Date: 03/15/2017 08:05:58
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
მოგესალმებით. იმედი მაქვს კიდევ უფრო გააქტიურდება უმაღლესი ახლი სეზონიდან.

This Post:
11
285619.2 in reply to 285619.1
Date: 03/15/2017 18:41:34
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
გილოცავ ჩემპიონობას!
ახალი სეზონიდან მეც ცოტა მივხედავ ჩემ გუნდს თორემ ძალიან უკან წავედი.
თან ზზიპი გადმოვიდა ჩემ კონოერენციაში და გამიხარდა.


This Post:
00
285619.3 in reply to 285619.2
Date: 03/16/2017 01:30:49
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
მადლობა მოლოცვისათვის. კარგია, რაც უფრო გაძლიერდება და გააქტიურდება სასტავი მით უფრო საინტერესო ჩემპიონატი გვექნება

This Post:
00
285619.4 in reply to 285619.2
Date: 03/16/2017 12:40:14
zzip
II.2
Overall Posts Rated:
00
გამარჯობა, კოლეგავ :) მეც მიხარია, რომ ისევ თამაშობ და შევხვდით.
ჩემს ახლანდელ გუნდს იმ ძველ ზზიპამდე ბევრი უკლია, მაგრამ ვმუშაობთ და ვნახოთ. ორი-სამი სეზონი კიდევ მჭირდება, სანამ რამეზე პრეტენზია მექნება.

From: Nicolas

To: zzip
This Post:
00
285619.5 in reply to 285619.4
Date: 03/20/2017 05:34:13
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
რა ცუდად გამაგდე წინა სეზონში თასზე:)
სეზონიც დასანანი მარცხით დავიწყე, თუმცა მოიხოდებიან ბიჭები ნელნელა. ეტყობა ჯერ კიდევ ჩემპიონობას ზეიმობენ:)

From: zzip

This Post:
00
285619.6 in reply to 285619.5
Date: 03/20/2017 08:24:09
zzip
II.2
Overall Posts Rated:
00
ჩემპიონობას გილოცავ მოგვიანებით.

იმ სათასო თამაშს რაც შეეხება, გუნდის რეალური შესაძლებლობების გამოცდა მინდოდა და მაგაზე უკეთეს შანსს სად ვნახავდი. ჩემს ლიგაში უძლიერესი შემადგენლობით ფინალამდე არ გავსულვარ - არც მჭირდებოდა და ვარჯიშისთვისაც ასე ჯობდა. თან ვერც შემაფასე სათანადოდ - ჩემი 22-წლიანები ინტენსიურად ვარჯიშობდნენ, წინა სეზონის ხელფასები მაგათ რეალურ ძალას არ ასახავდა.

წელს და ალბათ გაისადაც სადაც შევხვდებით, ყველგან მომიგებ - მაგრამ მერე უკვე სხვა ამბავი იქნება :)

From: Nicolas

To: zzip
This Post:
00
285619.7 in reply to 285619.6
Date: 03/21/2017 05:11:31
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
მადლობა მოლოცვისთვის. შეფასებას რაც შეეხება, შეუფასებლობა ალბათ უფრო იმაში გამოიხატა რომ მსუბუქად გამოვედი და მოტსის წინააღმდეგ მომიწია გამკლავება, თორემ რეიტინგებში აშკარა უპირატესობა მქონდა (http://www.buzzer-manager.com/match/94328075/) და ნორმალურ პირობებში არც იყო წასაგები მატჩი, თუმცა რეიტინგები არ წყვეტს ყველაფერს და კარგად მოგება გამოგივიდა:). მოკლედ კარგი იქნება თუ აქტიურობას შემატებ უმაღლესს და სხვებიც გააქტიურდებიან. წარმატებებს გისურვებ

From: Nicolas
This Post:
11
285619.8 in reply to 285619.7
Date: 03/21/2017 05:39:43
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
პატარა სტატისტიკური ამბებიც ბარემ. ჩემი ჩემპიონობა გასულ სეზონში გახლდათ მხოლოდ რიგით მე-8 შემთხვევა, როდესაც უმაღლესი დასავლეთის გუნდმა მოიგო. ისტს 27 ტიტული აქვს (77%), რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და იმედია ამოქაჩავს ვესტი:).
უდანაკარგოდ, ანუ რეგულარულის 22-ვე და პლეიოფის ყველა მატჩი მოგებული აქვს იმერეთს, 28-ე სეზონში, ანუ 26-0 ჰქონდა გუნდს, რაც ფენომენალური შედეგია და ეჭვი მაქვს ძალიან ძნელი იქნება მაგის გამეორება.
რაც შეეხება ჩემს ჩემპიონობას, აქაც მოხდა რამოდენიმე საგულისხმო ფაქტი. პირველი შემთხვევა იყო რომ ჩემპიონი გახდა გუნდი, რომელმაც რეგულარული მე-4 ადგილზე დაასრულა. ესეთი დაბალი ადგილიდან, აქამდე არავის მოუგია პირველობა. გარდა მაგისა, არ ჩამიხედავს ამ სტატისტიკისთვის, თუმცა ეჭვი მაქვს ხშირი არ იქნებოდა შემთხვევა, როდესაც ჩემპიონი მეორედან აღზევების პირველივე სეზონში ხდებოდა გუნდი.
ეს ისე, საინტერესო ინფორმაციის სახით:)

This Post:
00
285619.9 in reply to 285619.8
Date: 03/21/2017 11:59:56
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
აღმოსავლეთის დაჩაგვრას არ ვიყოთ. 27 ტიტული არც თუ ისე ბევრია. ცოტა ხანში, ალბათ 2 სეზონში ისევ დავქოქავ ჩემ გუნდს და ცოტას წავეხმარები ტიტულებში. ერთი მოთამაშე აკლია გუნდს და მაგასაც ცოტახანში ვიყიდი. მინდა ქართველი იყოს თან შედარებით ახალგაზრდა და მაგიტომ ჯერ ვერ ვჩქარობ.

ადრე სხვა სისტემა იყო ფინალში 2 თამაშით თუ გახდებოდი ჩემპიონი უფრო ცოტა თანხა გხვდებოდა. ეხლა გინდა 2-ში გახდი გინდა 3-ში მაინც ერთნაირად გაძლევენ ფულს. ამიტომ პირადათ მე ფინალებში რამდენჯერმე სპეციალურად წავაგე გასვლის თამაშები.

სტატისტიკა ცოტა ძნელი გასაკეთებელია მაგრამ წასაკითხად ძალიან საინტერესოა ამიტომ თუ ხანდახან მოახერხებ და ინფორმაციებს მოგვაწვდი კარგი იქნება.

This Post:
00
285619.10 in reply to 285619.9
Date: 03/22/2017 04:38:40
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
35დან 27 ძალიან ბევრია:)
კარგი იქნება თუ შენც და სხვებიც დაქოქავენ თავიანთ გუნდებს და მითუმეტეს თუ ქართველების ხარჯზე მოხდება ეს. ეს ყველაფერი იმედი მაქვს გამოაცოცხლებს აქაურობას და თუ ცოტა "გავაქართულებთ'' ჩვენს გუნდებსაც ნაკრების შედეგებზეც პირდაპირპროპორციულად აისახება ეს ყველაფერი.
სტატისტიკას რაც შეეხება მაქვს რაღაც რაღაცეები, როგორც ნაკრებზე ისე ქვეყნის მასშტაბით გუნდების ტიტულებზე. თუ დაგაინტერესებთ მოგაწვდით ხოლმე ამ ინფორმაციას, ზოგს აქ ზოგსაც ნაკრების თემაში:)

This Post:
00
285619.11 in reply to 285619.10
Date: 03/22/2017 15:08:45
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
ქართველი ცენტრის ყიდვა მინდა მაქსიმუმ 27 წლის. რაც შეიძლება კარგი მონაცემებით. თუ ვინმე გაყიდვას დააპირებთ საბაზრო ფასი რაც ექნება გადავიხდი.