BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩები

ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩები

Set priority
Show messages by
From: Nicolas
This Post:
00
280732.1
Date: 07/22/2016 05:30:08
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
მოგესალმებით ახალ თემაში. აქ ვისაუბროთ ეროვნული ნაკრების ამხანაგურების თაობაზე. როგორც იქნა გავერკვიე როგორ ხდება ამხანაგურის გაგზავნა, ძალიან უცნაური და უაზრო პროცესი ყოფილა. ამ ეტაპზე გაგზავნილი მაქვს რამოდენიმე ამხანაგური და ველი დადასტურებას.
ფორმებს გადავხედე და რაც მთელი სეზონი არ გვყოლია ხალხი ფორმაში ეხლაა ძირითადი სასტავი 9 ფორმაში, გუჩაშვილს ლამის 5 მილიონი დმი აქვს..

From: Nicolas

This Post:
00
280732.2 in reply to 280732.1
Date: 07/26/2016 07:21:06
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ნაკრებმა გუშინ გამართა პირველი ამხანაგური მატჩი ლუქსემბურგის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა დამაჯერებლად, ზედმეტი გართულებების გარეშე მოგეს ანგარიშით 108-94..ეს მოგება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ლუქსემბურგი ევროპის ზონაში ჩვენი უშუალო კონკურენტია რეიტინგებში და 2 პოზიციით გვისწრებდა გუშინდელ მატჩამდე, თუმცა დაველოდოთ რეიტინგების განახლებას და ვფიქრობ ამ მოგებით უნდა გადავასწროთ მათ.
უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, მოთამაშეთა კარგი ფორმების წყალობით, გუნდის შეტევითი პოტენციალი აშკარად პერიმეტრიდან შეტევას გვკარნახობდა რამაც შედეგიც მოიტანა (14 მაღალი რეიტინგიც ამის დასტურია).
რაც შეეხება მოთამაშეებს, ლოგიკურად მოხდა ისიც, რომ სასტარტო ბექქორთმა და + მსუბუქი ფორვარდის პოზიციამ დააგროვეს ყველაზე მეტი ქულა - ვსევოლოდოვმა 25, გუჩაშვილმა 19 და ლანჩავამ 15 (21/36ფგ 7/13 სამქულიანები, საკმაოდ მსუყე პროცენტები დაბლებისთვის). ამასთან, არც სათადარიგოები ყოფილან უქმად და 30 ქულა შეაშველეს სასტარტოებს, რითაც საბოლოო ჯამში ძალიან დაბალანსებული სტატისტიკა ვაჩვენეთ და მშვიდი გამარჯვებაც მოვიპოვეთ.

From: Nicolas
This Post:
00
280732.3 in reply to 280732.2
Date: 08/30/2016 03:13:07
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
მაშ ასე, შევაჯამოთ 35-ე სეზონის ამხანაგური მატჩები. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა გამართა 5 ამხანაგური მატჩი. სამწუხაროდ, ჩემი ინტერნეტთან წვდომის არარსებობის გამო, 1 ამხანაგურის კვირა ჩავაგდეთ. ნათამაშები 5 მატჩიდან 2 მოვიგეთ და სამში დავმარცხდით. ვცდილობდი სულ ისეთი მეტოქეები შემერჩია, რომლებიც ევროპის ზონიდან არიან და რეიტინგში ჩვენთან ახლოს ტრიალებენ. წაგებულ მატჩებში, რეიტინგების მიხედვით რუმინეთთან უფრო დაბალ რეიტინგებს ვდებდით, თუმცა ყველაზე მეტად მათთან შეიძლებოდა მოგება, პირველ მატჩში სასტაროს 2 მოთამაშე 6-6 ფოლით გავუგდეთ, ხოლო მეორეში, როდესაც მოსეშვილი 9 ფორმაში გვყავდა და მეორე ტაიმში წინაც გავედით უკვე მოსეშვილი გაგვივარდა 6 ფოლით და ის შეხვედრაც დავთმეთ. ავსტრიასთან 20 ქულიანი სხვაობით კი წავაგეთ, თუმცა რეიტინგების მიხედვით არ უნდა ყოფილიყო მსგავსი blowout თამაში.
რაც შეეხება მოგებებს, მოვუგეთ ლუქსემბურგის და უელსის ნაკრებებს შესაბამისად 14 და 9 ქულის სხვაობებით. ორივე მატჩში ფაქტიურად სულ წინ ვიყავით (უელსთან კი დაიძაბა ბოლოსკენ, თუმცა მაინც ჩვენი კარნახით მიდიოდა მატჩი) და ლოგიკურ გამარჯვებებს მივაღწიეთ.

Message deleted
From: Nicolas
This Post:
00
280732.5 in reply to 280732.3
Date: 11/15/2016 06:11:10
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
გუშინ ნაკრებმა განაახლა ამხანაგურების თამაში და სახლში უმასინძლა შვედეთის ნაკრებს. სკანდინავიელები რეიტნგში ჩვენზე 12 ადგილით წინ არიან და 46-ე პოზიციას იკავებენ. აქედან გამომდინარე, მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და საბოლოოდ ჩვენივე გამარჯვებით დასრულდა 111-101. ჩავაგდეთ ბოლო პერიოდი, რატომღაც ძალიან გაგვიჭირდა და 20 ქულიანი უპირატესობა 2 ქულამდეც კი დაგვიყვანა მეტოქემ, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში შევძელით შეტევაში ყოჩაღობა და საბოლოოდ 10 ქულიანი სხვაობით მოვიგეთ.

From: Nicolas
This Post:
00
280732.6 in reply to 280732.5
Date: 11/22/2016 00:37:21
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
გუშინ ჩვენმა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ზოგადად მეტოქეთა შერჩევისას ვცდილობ ჩვენზე წინ მდგომი ნაკრებები შევარჩიო, რომლებთანაც მეტ ნაკლებად გვექნება მოგების შანსი. ამასთან სასურველია თუ მეტოქე ევროპის ზონიდან გვეყოლება ხოლმე, თუმცა ბოლო მატჩის შერჩევისას, რამოდენიმე გუნდმა დუარი გვითხრა, ზოგის თანხმობაც გაიწელა და საბოლოოდ სომხებთან თამაში დაინიშნა.
მოგეხსენებათ სეზონის პირველი შეხვედრა სწორედ მათთან გვქონდა ამხანაგურ ფორმატში და მოულოდნელად 141-149 წავაგეთ. შესაბამისად, რევანშის წყურვილი მკლავდა რასაც ქვია და მემგონი სრულფასოვნად ავიღეთ კიდეც ეს რევანში პრინციპულ მეტოქესთან. 118-85 და 33 ქულიანი სხვაობა. გუჩაშვილის 9 ფორმა, რომელიც მთელი სეზონი სანატრელი გვქონდა ამხანაგურებში აჩვენებს თავის ძალას. იმედი მაქვს მომავალი სეზონიდან (თუ რა თქმა უნდა ისევ დავრჩი ნაკრების მენეჯერად) ოფიციალურ მატჩებშიც იგივე გაგრძელდება. გიგამ დააწიოკა გუშინ მეტოქე და მონსტრი %-ით 43 ქულა ჩაუგდო. დანარჩენმა გუნდმა დაბალანსებულად დააგროვა ქულები და 10-მა მოთამაშემ, ანუ ვინც კი გამოვიდა მოედანზე ყველამ ჩაიწერა თავის ანგარიშზე ქულა. ამასთან, გაგვეტრავმა 9 ფორმაში მყოფი ერთადერთი მძიმე მოთამაშე, თუმცა მიუხედავად მაგისა არ შეგვქმნია პრობლემები. არადა, მე-3 პერიოდში 2 ქულამდეც კი მოგვიახლოვდნენ, თუმცა ეგ იყო და ეგ. საკმაოდ ცუდი ფორმების ფონზე, საბოლოო ჯამში დამაჯერებლად და კარგი ჰანდიკაპით მოვიგეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენჩმა 47 ქულა დააგროვა.

აქვე ვულოცავ ახალგაზრდულის ნაკრებსაც საკმაოდ მნიშვნელოვან გამარჯვებას სერბეთის გუნდთან. კარგია როდესაც ერთ დღეს ორივე ნაკრები გამარჯვებებს აღწევს.

Last edited by Nicolas at 11/22/2016 00:39:08

From: Nicolas
This Post:
00
280732.7 in reply to 280732.6
Date: 11/25/2016 01:02:29
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
კვლავ წინსვლა გვაქვს რეიტინგში და ამჯერად უკვე 54-ე ადგილს ვიკავებთ. აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით ეს 30-ე პოზიციაა, რაც იმას ნიშნავს რომ თუ სეზონის სტარტისთვის შევინარჩუნებთ (თუ გავაუმჯობესებთ ხომ კიდევ უკეთესი) ამ ადგილს მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის ვიქნებით უკვე მე-5 კალათაში განთესილები, რაც სერიოზული წინსვლა იქნება და ერთ სეზონში ერთბაშად სამი კალათით დაწინაურებას ნიშნავს.
- - - - - - - - - -
რაც შეეხება ჩვენს მომავალ მეტოქეს, ეს გახლავთ ჩილეს ეროვნული ნაკრები, რომელიც რეიტინგის 19-ე პოზიციას იკავებს ამ მომენტისთვის. იმედია ფორმები წინა ტურივით არ გვიმტყუნებს და მეტი აღარავინ გაგვეტრავმება, რათა საბრძოლო შემადგენლობა გვყავდეს ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ

From: Nicolas
This Post:
00
280732.8 in reply to 280732.7
Date: 11/28/2016 10:20:46
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
დასრულდა ტაიმები და ორივე ეროვნული, დიდებიც და პატარებიც დამაჯერებლად ამარცხებენ რეიტინგის ტოპ გუნდებს. შესვენებისას დიდები 31(!!) ქულას უგებენ რეიტინგის მე-19 ნომერს - ჩილეს ნაკრებს, ხოლო პატარები - 21 (!!) ქულას რეიტინგის მე-6 ადგილოსან საბერძნეთს. მშვენიერი შედეგებია, ვერაფერს იტყვი. ეროვნული ნაკრების შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ სამატჩო განაცხადში მყოფი 11 მოთამაშიდან 8 უძლიერეს ფორმაში შეხვდა მიმდინარე შეხვედრას, ხოლო 3 - ძლიერი ფორმით. ამასთან, ფაქტიურად ყველა მათგანი სასტარტო და ძირითადი რეზერვები არიან, რაც აიოლებს შედეგის მიღწევას. მომავალშიც, თუ მსგავსი უპირატესობები გვექნება ჩვენს მეტოქეებთან, თუნდაც ჩვენზე ძლიერთან, როგორც მინიმუმ უბრძოლველად არაფერს დავთმობთ.
- - - - - -
პირველი ტაიმის სტატისტიკიდან
12-34 ფგ ჩილეს, 35% ხოლო ჩვენების შეტევა 33/52 და შესაბამისად 63%. ამასთან, 6 (!!) მხოლოდ 6 მოხსნა მთელ ტაიმში მეტოქეს და არცერთი მოხსნა შეტევაში. ჩვენებზე ითქმის the guys are on fire

Last edited by Nicolas at 11/28/2016 10:32:52

This Post:
00
280732.9 in reply to 280732.8
Date: 11/28/2016 11:36:40
კარგია მოგებები, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგურებია.

მთავარი მომავალ სეზონში მაინც ალბათ ფორმების დაჭერაა, თორემ სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდება ბრძოლა. საერთო ჯამში ცუდი გუნდი ნამდვილად არ გვყავს და რეიტინგში ჩემი აზრით უფრო წინაც უნდა ვიყოთ. ფორმები ასე კარგად რომ დამჯდარიყო შესარჩევში კარგი იქნებოდა )))) მეტი აქტიურობაა საჭირო მაინც ასე მიმაჩნია. რამდენიმე კაცს მხოლოდ არაფერი გამოუვა. თუნდაც 8-10 აქტიური მენეჯერი რომ გვყავდეს უფრო კარგი ნაკრები გვეყოლებოდა...

This Post:
00
280732.10 in reply to 280732.9
Date: 11/29/2016 00:30:42
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ესეთი ფორმები რომ ოფიციალურებში გვქონდეს ხოლმე კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნებოდა. აქტიურობაზე გეთანხმები, მთელი ნაკრების კონტიგენტი უცხოელებთანაა. როცა ვინმე იყო ტრანსფერზე და ფული მქონდა ვყიდულობდი. ეხლაც ლილუაშვილია და 6 ლიმონი ადევს, თუ ვინმე იყიდის კარგია, თუარადა ვნახოთ..არადა ცოტა პასზე რომ წავარჯიშებულიყო (თან დაბალი აქვს და მალე მოიმატებდა) და ცოტა დაცვაზე ორი ძაან კაგი სფ გვეყოლებოდა. 8-10 აქტიური მენეჯერის პირობებში 5-6 ნაკრების კაციც რომ ყავდეს ამ მენეჯერებს სწორი განვითარების და კარგი ფორმების პირობებში ძალიან წაადგებოდა გუნდს..
რეიტინგებს რაც შეეხება მთავარია წინ მივიწევთ და ჩილეზე ამხელა გამარჯვების შემდეგ წესით კიდევ უნდა წავიწიოთ. თან 3 კალათით ავინაცვლებთ დიდი ალბათობით და ცოტა წილისყრაშიც თუ გაგვიმართლებს კარგი იქნებოდა..

From: Nicolas
This Post:
00
280732.11 in reply to 280732.10
Date: 12/06/2016 01:45:58
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ნაკრებმა. ამჯერად ზუსტად ჩვენს წინ მყოფი მეტოქე - არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრები დავამარცხეთ 40 ქულიანი სხვაობით - 124:84. იმედი მაქვს რეიტინგში წინსვლას განვაგრძობთ და ევროპის ჩემპიონატის წილისყრაშიც გაგვიმართლებს.